მსახიობი ბესო ზანგური, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ნინო მაყაშვილის ძველ ინტერვიუს და წერს:
“წაიკითხეთ ეს ინტერვიუ და მერე დაიჯერეთ, როგორი მოძალადეა ბესო ზანგური. “ფული ჯოჯოხეთს ანათებს”
ვინც ებრძვის რობერტ სტურუას და მის დემოკრატიულ იდეოლოგიას ის არ არის და ვერასოდეს გახდება ჩემთვის რუსთაველის თეატრის წევრი!!! ეს თქვენი სოლიდარობა და ფორმულას ლაკი ლუკი არის ერთი დიიიიიდი უმსგავსობა!!!! უკვე გასცდით მაყაშვილ ნინოს და საიდან რას სეტყვავთ წარმოდგენა არ გაქვთ!! იმას რასაც ფიქრობთ არ გამოგივათ აქ @ლე არავინ არ არის!!!! ვერც იმას მიაღწევთ რამე ვთქვა ნინო მაყაშვილზე არაა ჩემი ინტერესის სფერო, ყველაფერს თავის საზღვრები აქვს მაგრამ თქვენს ძალადობრივ ფსიქიკას არ აქვს საზღვარი რა სიტყვებით და რა აზროვნებით ლანძღავთ ამხელა ადამიანს!!!!! როგორ არ გრცხვენიათ როგორ არ გეცლებათ მიწა მაგრამ გახსნილი გაქვთ და რაც გეხსნებათ იმაზე ცალკე გასცემთ პასუხს!!! ტრუსების გამოფენა თუა მაშინ ყველაფერს აეხადოს ფარდა!!!!!! მე შეიძლება მძიმე ადამიანი ვარ მაგრამ ჩემთვისაც არის წითელი ხაზი რასაც არასოდეს არ გადავალ და ეს ძალადობაა რასაც მუდამ ვგმობ!!!!! სულ ესაა.#არაძალადობას“
ნინუცა მაყაშვილი “ფურტუნასთან”:
“– ადრეულ ასაკში გათხოვდი…
– დიახ, 19 წლის ვიყავი და ჩემი რჩეული იყო ბესო ზანგური. სამწუხაროდ ვერ აგვეწყო ურთიერთობა და დავშორდით.
– დღეს თუ აგქვთ ურთიერთობა?
– კი, თეატრში ვხედვათ ერთმანეთს, ერთად გვიწევს მუშაობა.
– როგორია ეს ყველაფერი, მაინც გიწევთ შეხება…
– მას ჰყავს მეოთხე მეუღლე და როგორც ვიცი არაჩვეულებრივად გრძნობს თავს, რადგან იპოვა ნამდვილი სიყვარული.
– შენ მერამდენე ცოლი იყავი?
– მეორე. აი, მესამე ცოლი რომ ვყოფილიყავი, ნამდვილად დავფიქრდებოდი ბევრ რამეზე, მაგრამ მეორე ვიყავი და არ ჩავთვალე ამდენი ფიქრი საჭიროდ. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ არცერთი წამით არ ვნანობ არაფერს, რადგან მყავს არაჩვეულებრივი შვილი და დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, იგივეს გავაკეთებდი, მცირე დეტალებს შევცვლიდი მარტო.
– როგორი ხარ შეყვარებული?
– უფრო აღტაცებულ-გატაცებული ვიყავი, ვიდრე შეყვარებული. რეალურად რომ დავფიქრდე ეს არ იყო სიყვარული. არ შეიძლება, ადამიანი გიყვარდეს და შემდეგ აღარ გიყვარდეს, გეზიზღებოდეს…
ჩემს გარშემო არავის უნდოდა ჩვენი კავშირი, მაგრამ ძალიან დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. მირჩევია, გავაკეთო და ვინანო, ვიდრე არ გავაკეთო და იმაზე ვიფიქრო, ნეტა გამეკეთებინა -მეთქი. ამ გამოცდილებამ ბევრი რამე მასწავლა, რომ ცხოვრება სულ ისეთი ვარდისფერი არ არის, როგორც მეგონა და რომ ცუდი რაღაცეებიც ხდება. ბევრ რამეს მივაქციე ყურადღება.
– შენ გადადგი დაშორების პირველი ნაბიჯი თუ მან?
– მე, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ არ ვგრძნობდი თავს კომფორტულად, ჩემი შვილისთვის და მომავლისთვის მარტო და ბედნიერი ყოფნა ვარჩიე, ვიდრე ქმრით და დაჩაჩანაკებული.”
კომენტარები