პარტიის “ტრიბუნა” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე:
თუ გახარიას ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან პრობლემები არ შეექმნება, თუ პროკურატურაში არ დაიბარებენ, არც კითხვები ექნებათ მათთან, თუნდაც გახარიას შს მინისტრობის პერიოდზე და არც პრობლემები; ზოგადად კი, თუ გახარია თავად არ ახსნის და პასუხს არ გასცემს იმ ბევრ კითხვას, რომელიც რეალურად არსებობს, მაშინ „ქართული ოცნების“ ეს ე.წ. კრიზისი ხელოვნულია და თამაში და პროექტი – ივანიშვილის.
ანუ, გახარიას ქმნიან პოლიტიკურ ლიდერად, რომელიც თავის მხრივ შექმნის პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანაში, დაინიშნება ვადამდელი არჩევნები და სანამ ოპოზიცის ნაწილი მუდმივად პარლამენტში შედი-არშედიზე საუბრობს, შესულები გარეთ სწორედ გახარიას მეშვეობით დარჩებიან, კობახიძეზე გადაბარებულ „ოცნების“ ნარჩენებთან ერთად.
ამ ყველაფერს კი ძალიან მალე დავინახავთ, თუ მის გუნდში ის უპრინციპო ბიზნესმენები დაიწყებენ გადალაგებას, ვისაც მხოლოდ საკუთარი კომფორტი აღელვებს.”
კომენტარები