ქუთაისში, ავტობანზე ავარიის შედეგად დაშავებული 27 წლის ახალგაზრდა ქალი, წუხელ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ახლობლების ინფორმაციით, ორი ვაჟის დედა, ქმართან და ბავშვებთან ერთად, სამეგრელოში მანქანით მოდიოდა.
„უთბილესი და უკარგესი ნათია. ძმამ მოიყვანა ცოლი და პატარა ოჯახური შეკრება ჰქონდათ. როგორც გვითხრეს ქუთაისის ავტობანზე მანქანის საჭე ვერ დაიმორჩილა და გადავარდა. ნათიას ფეხები გადაემტვრა და წუხელ სისხლდენით გარდაიცვალა ოპერაციის მიუხედავად. მანქანაში მსხდომ ქმარს და ბავშვებს არაფერი სჭირთ“, – გვითხრა ნათიას მეგობარმა.
მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის ცხედარი მისი დედის სახლში, ჩხოროწყუს რაიონ სოფელ ჭოღაშია დასვენებული.
ნათია ქმართან და შვილებთან ერთად თბილისში ცხოვრობდა.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით.
წყარო – პრაიმტაიმი
კომენტარები