14 წლის მოზარდზე სექსუალური ძალადობის ფაქტი – რას ამბობს მოზარდის დედა. გოგონას დედას პროკურატურამ ბრალი უკვე წაუყენა.
დედისთვის შვილზე ძალადობის ფაქტი ცნობილი გახდა, თუმცა მან დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ უწყებას არ შეატყობინა.
“გასასამართლებელი ვარ – გამასამართლონ, ჩამოსახრჩობი ვარ – ჩამომახრჩონ, დასაწვავი ვარ – დამწვან. იცი რატომ? როცა მე იმაში არ მიმიძღვის ბრალი და არ ვიცოდი ჩემი შვილის სიტუაციაში რა ხდებოდა, ამხელაზე შეტოპა ხალხმა რომ მე ამაზე მედავებიან, კი ბატონო. როგორც მოსახდენია მოხდეს ისე,” – აცხადებს 14 წლის გოგონას დედა, რომელსაც პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.
გამოძიების ინფორმაციით, 3 წლის განმავლობაში მამაკაცი ძალის გამოყენებით 14 წლამდე გოგონას სისტემატურად აუპატიურებდა, გოგონა დაორსულდა და ბავშვი გააჩინა.
წყარო – რუსთავი2
კომენტარები