რუსთაველის თეატრი ხსნის 17 აპრილის სპექტაკლს, რომელშიც ძალადობაში დადანაშაულებული ბესო ზანგური თამაშობს.
თეატრმა განცხადება ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა:
“ვგმობთ ძალადობას და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ვიღებთ გადაწყვეტილებას, მოვხსნათ 17 აპრილს დანიშნული სპექტაკლი იულიუს კეისარი” – ნათქვამია განცხადებაში.
რუსთაველის თეატრი მაყურებელს მიმართავს, რომ შეძენილი ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ.
“ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ თეატრის სალაროში, ხოლო საიტზე www.biletebi.ge შეძენილი ბილეთების თანხა დაგიბრუნდებათ ანგარიშზე”
კომენტარები