ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში ავრცელებს კადრებს და წერს:
“უყურეთ!
ხელები აწიეთ! წავედით!
პოლიცია კი იჭერს!!!
ჟურნალისტებს გადაღებას უკრძალავს!
რატომ????
იმიტომ, რომ ენკას მანქანამ უნდა გაიაროს!
მიდით! დავაი!!! ურტყით ქართველებს! ხელებაწეულებს! მლოცველებს! რომ არ გაგინებენ იმიტომ დაცხეთ, დავაი!!!!
მთავარია ფული გადაიხადო, დიდი ფული და მიწასაც მოგყიდიან და ქართველებსაც დახოცავენ!!!”
ხათუნა ხოფერია, იქვე ეხმაურება არჩილ თალაკვაძესაც, რომელმაც დღეს გიორგი გახარიას წასვლას სირცხვილი უწოდა და პასუხისმგებლობიდან გაქცევა:
“ნუუუ… “ღირსეული” პოლიტიკოსის და მით უფრო, პარლამენტის “ღირსეული” თავმჯდომარის შესაფერი პასუხია!
ეს სადმე ჩეროში რომ დასვათ არა ხო?…))))))))
რა დროს გახარიას შეფასებები და კინკლაობაა. თავზე გვემხობა სახელმწიფო… რომ ადანაშაულებ და პასუხისმგებლობას თხოვ, რაზე აგოს პასუხი, ნამოხვანის ხელშეკრულებას რომ მოაწერა ხელი?! რა იყო, შენც აღიარე, რომ არ უნდა მოეწერა?… მაშინ, რატომ არბევ ხეობის დამცველებს?… რატომ აპრავებ მშენებლობას და მიწების გაყიდვას?! აიღე გახარიასთან ერთად პასუხისმგებლობა და გასრიალდი ნამოხვანისკენ!
რა დონის დაბდურა უნდა იყო, რომ გახარია დაადანაშაულო ამ სიტუაციაში, როცა იცი, რომ ხვალ მისი დაცვა მოგწევს, თუნდაც ჰესის თემაზე!
გაუშვი რაა… წავიდა და წავიდა.. კიდევ ბევრი წავა, აბა, კობახიძე-მდინარაძესთან ხომ არ დარჩებიან, როდესაც დარწმუნდებიან, რომ ბიძინა მართლა გაგემიჯნათ! ერთი გთხოვათ, ერთმანეთი არ დაჭამოთო და ეგეც ვერ შეუსრულეთ, კბენაზე, ღრენაზე და თითის ტაკებაზე გადახვედით ეგრევე…
მოკლედ, შვილო, ჩამოყალიბდი, დააშავა თუ არა გახარიამ ხელშეკრულებას რომ მოაწერა ხელი? იზიარებ თუ არა გახარიასთან ერთად ამ ხელშეკრულებაზე პასუხისმგებლობას!
დავიბენით, კაცო, ამისი და კობახიძის მომხრეები გახარიას ბრალს დებენ ხელმოწერის გამო… თან აქციის დარბევას ამართლებენ… აი, ეგ როგორ გამოდის, თაყა?….”
კომენტარები