პოლიტიკოსი, იაგო ხვიჩია მსახიობ, ნინუცა მაყაშვილის იმ ინტერვიუს აფასებს, რომელშიც ის ყოფილ მეუღლეს ძალადობაში ადანაშაულებს:
„Me too კამპანია აუგორეს მის (რობერტ სტურუას) ერთ-ერთ მსახიობს, მისმა ცოლმა თქვა, რომ 11 წლის წინ მცემდაო, რობერტ სტურუამ (თქვა), 30–იანი წლების რეპრესიები „მოხოდეს“ ქალებმაო“. მართალია რობერტ სტურუა, ზოგადად, „Me Too“ კამპანიები არის ბოროტება იქიდან გამომდინარე, რომ არ შეიძლება თავის დაცვა. სასამართლო პროცესია, სადაც თავის დაცვის საშუალებას არ გაძლევენ, „პროსტა“ გლანძღავენ. შეიძლება პირველწყარო მისი სამართლიანი/უსამართლო იყოს, მაგრამ თვითონ ფორმა „Me too“ კამპანიების არის მიუღებელი, ამაზრზენი და ჩემი აზრით, ყველა ნორმალური ადამიანი უნდა გაემიჯნოს.
ცუდი რჩევა მისცეს დაქალებმა, ჩემი აზრით. მტკიცებულებების გარეშე ტალახის სროლა ყოფილ ქმარზე, რაც არის ამაზრზენი საქციელი. 11 წლის მერე ამას როცა იწყებ და არანაირი მტკიცებულება არ გაქვს, როგორ უნდა იმართლოს მოწინააღმდეგემ თავი, იქნებ გაჩალიჩება გინდა?!“
კომენტარები