თამო კეშელავა, ალია
„ალიას“ ესაუბრება ზაზა წერეთელი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ჩრდილოეთის განზომილების ჯანდაცვის პარტნიორობის საექსპერტო ჯგუფის კოორდინატორი, ბარენც-ევროარქტიკული საბჭოს „ახალი ტექნოლოგიების და ჯანდაცვის სისტემის მოწყობა მცირედ დასახლებულ ტერიტორიებზე“ პროგრამის კოორდინატორი.
-ოსლოს უნივერსიტეტის მკვლევარებს უკვე აქვთ ვარაუდი, რატომ შეიძლება იწვევს ე.წ. უცნაურ თრომბოს „ასტრაზენეკას“ ვაქცინა და ასევე, როგორც თქვენგანვე შევიტყვე, კიდევ მეტად გაკონტროლდება უკვე „ჯონსონი და ჯონსონის“ ვაქცინა.
-უპირველეს ყოვლისა, უნდა ავღნიშნოთ, რომ ყველა მედიკამენტს, ვაქცინსაც აქვს გვერდითი მოვლენა, იმის თქმა, რომ ეს სიურპრიზი იყო – ეს არა მართალი. თრომბის პირველი შემთხვევა მოხდა ავსტრიაში, მერე დანიაში და მერე სხვადასხვა ქვეყნებში. ევროკავშირში და აშშ-ში მაღალ დონეზეა გვერდითი მოვლენების აღწერა – სპეციალური სისტემაა შექმნილი და ყველა ქვეყნის მონაცემია შეყვანილი, ყველა ხედავს სადმე თუ დაფიქსირდა გვერდითი მოვლენა. ეს კარგია და ნიშნავს იმას, რომ არც ერთი არ გამოგეპარება. ეს ნიშნავს იმასაც, რომ სანდოობა მაღალი აქვს საზოგადოებას, როცა ხედავს, რომ თითოეული შემთხვევის განხილვა და შესწავლა მიდის. გარდა რუსეთისა და ჩინეთისა – რუსულ და ჩინურ ვაქცინის გვერდით მოვლენაზე ერთი შემთხვევაც რომ არ ფიქსირდება, ეს დიდ კითხვის ნიშანს იწვევს. ბოლო მომენტისთვის ევროპის წამლის სააგენტომ დააფიქსირა 25 მილიონი აცრიდან 86 შემთხვევა ამ უცნაური თრომბოზის, აქედან გარდაიცვალა 18 – ვსაუბრობ „ასტრაზენეკაზე“. უმეტესობა იყო ახალგაზრდები, მანდილოსნები, ჯანმრთელები და კლინიკური ნიშნები იყო ატიპიური – სწორედ ამიტომ იფიქრეს, რომ ვაქცინისგან შეიძლებოდა ყოფილიყო ეს გამოწვეული.
-მაგ ატიპიურ ნიშნებზე წინა ინტერვიუში გვიყვებოდით, ძალიან უბრალო ენით რომ ვთქვა, სისხლის შესქელება და სისხლის გათხელება იყო ერთდორულად, ხომ?
-კი, ძალიან მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, ასეა. ეს თრომბები წარმოიქმნება თრომბოციტებისგან და სწორედ ამიტომ იკლებს თრომბოციტთა რიცხვი – უბრალო ენით რომ ავხსნა, თრომბი ჭამს თრომბოციტებს და ამიტომ არის ერთდორულად თრომბიც და თრომბოციტების ნაკლებობაც.
-ამ 86 შემთხვევაში, რა დროის მერე დაიწყო გართულება?
-დააკვირდნენ, რომ 2 დღიდან 2 კვირის განმავლობაში, ერთი შემთხვევა 10 დღის მერე იყო, მაგალითად…
-პირველ 20-30 წუთში არც ერთი შემთხვევა მომხდარა?
-არა
-გამოდის, მეგი ბაქრაძის შემთხვევა შეიძლება მაინც იყოს ანაფილაქსიური შოკი? მიუხედავად დიდი მითქმა-მოთქმისა? საუბარი იყო ფილტვის თრომბოზზეც…
-კი, ანაფილაქსიაა. მასეთი თრომბი გამორიცხულია. ყველა თრომბი რომელიც განვითარდა მოხდა თავის ტვინში, ცერებრალური ვენური სინუსის თრომბოზი ყველა შემთხვევა. გარდა იმისა, რომ უჩვეულო სიმპტომატიკით იყო, უჩვეულო ადგილას ხდებოდა თრომბი, სწორედ ამიტომ დაეჭვდნენ. თრომბი, სისხდენა და სინუსი ერთად და ყველა ამ შემთხვევას აერთიანებდა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა. ოსლოს უნივერსიტეტი ამტკიცებს, რომ ამ შემთხვევებში ვაქცინა დაახლოებით იგივე სიმპტომებს იწვევს, როგორსაც ზოგ ადამიანში იწვევს ჰეპარინი (ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენია).
-ასევე საუბრობს ეს უნივერსიტეტი იმაზეც, რომ იმუნური სისტემის წინააღმდეგ მიდის ვაქცინა და შესაძლოა, თუ სწორად გავიგე, ეს იყოს იმის ბრალი, რომ ერთდროულად ბევრი ანტისხეული წარმოიშობა. ეს შეიძლება ვაქცინის დოზას უკავშირდებოდეს?
-არა, უფრო იმას ფიქრობენ, ამ ტიპის გართულებას ხომ არ იწვევს ადენოვირუსი, რომელსაც, როგორც საფუძველს ისე იყენებენ ასტრაზენეკას ვაქცინის შესაქმნელად. ასტრაზენეკას შემთხვევაში, ეს არის შიმპანზეს ადენოვირუსი, ჯონსონი და ჯონსონის შემთხვევაში, ჩვეულებრივი გაციების ადენოვირუსი, რუსული სპუტნიკიც ადენოვირუსისგანაა დამზადებული, ისენი იყენებენ ორ ადენოვირუსს, და თავის დროზე, რუსები აპირებდნენ ასტრაზენეკასთან ერთად გაეკეთებიათ ვაქცინა.
-ანუ დამატებითი დაკვირვების ობიექტები გახდებიან ჯონსონი და ჯონსონი და სპუტნიკი?
-კი. ჯონსონი და ჯონსონის შემთხვევაში, 5 მილიონი აცრიდან, ამ უჩვეულო თომბის 4 შემთხვევა დაფიქსირდა და 1 გარდაიცვალა. იმის გამო, რომ იქაც ადენოვირუსია გამოყენებული, ამიტომ ახლა დაიწყეს ჯონსონის დაწვრილებითი მონიტორინგიც. ფიქრობენ, ხომ არ არის ეს ადენოვირუსის რაოდენობაზე დამოკიდებული – კვლევას იწყებენ ახლა, რა რაოდენობის ადენოვირუსია გამოყენებული ვაქცინებში.
-თქვით, რომ შემთხვევები 2-დან 2 კვირის შუალედში მოხდა, შესაძლოა, ვაქცინამ თრომბი გაკეთებიდან 2 თვის მერე გამოიწვიოს? თუ მხოლოდ ანტისხეულების წარმოშობის პროცესში?
-არა. ეს შემთხვევები მოხდა მაშინ, როდესაც ორგანიზმმა დაიწყო ანტისხეულების წარმოქმნა, სწორედ ამიტომ შეიძლება მოხდეს პირველი 2 კვირის განმავლობაში და არა შემდგომ. ასევე, გეტყვით იმასაც, რომ ყველა ეს შემთხვევა მოხდა აცრის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ! არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა აცრის მეორე დოზის გაკეთების შემდეგ – შესაბამისად, ამბობენ, რომ აცრის მეორე დოზის გაკეთება უსაფრთხოა მათთვის ვინც უკვე აიცრა ასტრაზენეკას პირველი დოზით.
მე ძალიან მიჭირს იმის გათვლა საქართველოში რა მოხდება, თუ თრომბოზის შემთხვევა დაფიქსირება, ვიცი, რომ ძალიან რთულია თრომბის მართვა – როგორ მოახერხეს ევროპაში რომ ამდენი შემთხვევა წარმარტებით მართეს და ასტრაზენეკას შემთხვევაში 86 ადამიანიდან 18 გარდაიცვალა მხოლოდ და ჯონსოსნის შემთხვევაში, ოთხიდან მხოლოდ 1?
-პირველი – ეს ინდივიდუალურია, ზოგის ორგანიზმი შეიძლება უფრო სუსტი იყოს და ზოგის უფრო ძლიერი. მეორე – როცა დაფიქსირდა რამოდენიმე შემთხვევა, მაშინვე გააფრთხილეს მოსახლეობა, თუ ვაქცინაციის შემდეგ შეამჩნევდნენ მხედველობის პრობლემას – ბუნდოვანი მხედველობა, მაგალითად, ძლიერ თავის ტკივილს, მუცლის ტკივილს, ქოშინი, ფეხის შეშუპება, მცირე სისხლჩაქცევებს – მყისიერად მიემართათ ექიმისთვის. ევროკავშირს აქვს ძლიერად განვითარებული წამლების გვერდითი მოვლენების მონიტორინგის სისტემა. ვაქცინებს დასტური მისცემს დაჩქარებული წესით, ამიტომ პარალელურად კიდევ მეტად გაამკაცრეს მონიტორინგი – კლინიკური კვლევების დროს აკეთებ ცდას 100 000 ადამიანზე დავუშვათ, და 100 ათას ადამიანში ასეთი შემთხვევა, შეიძლება არ მოხდეს, როცა იწყებ მასიურ აცრას და მილიონობით ადამიანს ცრი, მაშინ გჭირდება ძლიერი მონიტორინგი. მაგალითად, როგორც უკვე ვთქვი, ჯონსონის შემთხვევაში, 5 მილიონი აცრიდან დაფიქსირდა 4 შემთხვევა, ეს იმას ნიშნავს, რომ 100 000 ადამიანის კვლევის დროს, შეიძლებოდა არ დაფიქსირებულიყო თრომბი, ამიტომაა აუცილებელი ძლიერი და საფუძვლიანი მონიტორინგი!
-სოციალურ ქსელში იწერება აქტიურად იმაზეც, რომ ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს უშვილობა. ექიმების პასუხი კი ასეთი – „ჩემ ხეთ არსებული ინფორმაციით, არ იწვევს უშვილობას!“ და არავინ გვეუბნება, რა ინფორმაციაა ხელთ, რომელი კვლევის საფუძველზე გააკეთეს დასკვნა – რომელიმე კვლევაში რამე წერია ამაზე?
-აი, როგორ უნდა დაადგინო, იწვევს, თუ არა უშვილობას? ეგ არის დაახლოებით ისეთი რამ, ახლა ვინმემ რომ თქვას, რომ ამ აცრის მერე 50 ადამიანი მოხვდა ავარიაში. მეც წავიკითხე მაგაზე და ვიკითხე, სად იპოვეს მსგავსი ინფორმაცია, მიპასუხეს, აი, ამაზე ლაპარაკობენო… ასე შეიძლება ბევრ რამეზე ვილაპარაკოთ, მაგრამ რეალურად მსგავსი ინფორმაცია არ იძებნება არსად. არსად არ არის აღწერილი, რომ შეიძლება მსგავს რამეს იწვევდეს, არსად, არც ერთ კვლევაში. სპეციალურად ვეძებე და ვერ ვიპოვნე. სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი არცელებს გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომელსაც წამებში ათასობით ნახვა აქვს, მოძიება იმისა, ტყუილია, თუ მართალი, ძნელი ხდება.
-ვაქცინაციის რეკლამისთვის მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, მაგრამ პოსტების და გამყრელიძის რამდენიმე ბრიფინგის გარდა, ალტერნატიული წყარო ინფორმაციის მიღების არ გვაქვს, მხოლოდ ერთი გზაა, ექიმები ჩავწეროთ ჟურნალისტებმა და ასე მივაწოდოთ ინფორმაცია ხალხს – რაში დაიხარჯა ის მილიონზე მეტი ლარი – არ ვიცი. ასეთი ქაოსი გვექნება, სანამ ასე გააგრძეებს სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი „მუშაობას“.
-მე გეტყვით ახლა რა არის კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა, ბევრი ადამიანი მირეკავს ერთი და იგივე კითხვით! ჩვენი ჯანდაცვის სისტემა არის კერძო მეტწილად, რომლის მთავარი ინტერესია ბიზნესი და არა ადამიანების ჯანმრთეობა. მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ასტრაზენეკას ვაქცინამ, შესაძლოა, იშვიათ შემთხვევაში გამოიწვიოს თრომბი, პოპულარული გახდა აცრის წინ ანალიზების გაკეთების რეკომენდაცია – ხალხს ეუბნებიან, რომ უნდა გაიკეთონ ანალიზი, დედიმერი მაგალითად – ეს ფულის კეთების მეტი არაფერია! დედიმერი კი არა, 17 დედიმერი რომ გაიკეთო, პასუხს ვერ მიიღებ! თრომბის ეს შემთხვევები იყო გამოწვეული ანტისხეულებით, რომლებიც მიმართულია იმუნურ უჯრედების წინააღმდეგ, რომელიც შეიძლება ორგანიზმმა შექმნა ვაქცინაციის შედეგად, როგორ უნდა გითხრას ამ ანალიზის პასუხმა რამე? კლინიკებს უნდათ შემოსავალი და ამ საწყალ ხალხს ეუბნებიან, აცრის წინ ეს ანალიზი უნდა გაიკეთოო – ვერანაირად, ვერავინ გამოიცნობს გექნება რეაქცია, თუ არ გექნება, მით უფრო, თუ ამას ადენოვირუსი იწვევს, საერთოდ არ გამოჩნდება ეგ დედიმერის კვლევაში.
-მთავარია, მომდევნო დღეებში, დავაკვირდეთ, ხომ არ გვაქვს სიმპტომები, ხომ?
კი, მომდევნო დღეების მანძილზე უნდა დავაკვირდეთ და თუ იქნება ის სიმპტომები, რაც ზემოთ ჩამოვთალე, მერე უკვე ადრეული მკურნალობის ეფექტურობა შეიძლება განისაზროს ინტრავენური იმუნური გლობულინით, რაც ძალიან ეფექტური აღმოჩნდა ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენიის წინააღმდეგ მძიმედ დაავადებული პაციენტების მკურნალობა, როგორიცაა ამ კვლევებშია აღწერილი, ყოველთვის რთულია. ევროპის შემთხვევებმა ასევე აჩვენა რომ ექიმებს არ უნდა მოერიდოთ და მაშინვე ჩაატარონ PF4 – პოლიანიონის ანტისხეულებზე ( PF4–polyanion antibodies) ELISA ტესტირება, დამადასტურებელი ფუნქციური ტესტირების ჩათვლით იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ვაქცინაციის შემდეგ აქვთ თავის ტკივილი, სისხლჩაქცევები და ა.შ.
კომენტარები