თამო კეშელავა, ალია
„ალიას“ ესაუბრება ზაზა წერეთელი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ჩრდილოეთის განზომილების ჯანდაცვის პარტნიორობის საექსპერტო ჯგუფის კოორდინატორი, ბარენც-ევროარქტიკული საბჭოს „ახალი ტექნოლოგიების და ჯანდაცვის სისტემის მოწყობა მცირედ დასახლებულ ტერიტორიებზე“ პროგრამის კოორდინატორი.
-დღეს ინდოეთში დაიღუპა ამ ვირუსით 794 ადამიანი, არადა იცრებიან, თითქოს ინდოეთში – რა ხდება?
-დიდი მნიშვნელობა აქვს რა ინფორმაციას და როგორ აწვდი მოსახლოებას. საქართველოში იმის პრობლემაცაა, რომ ცდილობენ ხალხს მისცენ დამაიმედებელი ცნობები, რაც სინამდვილეში არ ასახავს რეალობას. ახლა ამბობენ, აი, თუ გვინდა მესამე ტალღა გაჩერდეს, უნდა ავიცრათო. ამ მომენტისთვის საქართველოში სულ შემოტანილი მაქსიმუმ 80 ათასი დოზა ვაქცინა, ეს არის 40 000 აცრილი ადამიანი. 40 ათასი ადამიანის აცრა მესამე ტალღას ვერ გააჩერებს ვერანაირად, იმიტომ რომ ჩვენი მოსახლეობა არის სამმილიონნახევარი. ამიტომ, როცა ლაპარაკობენ იმაზე, რომ სწრაფად თუ წავიდოდა ვაქცინაციის პროცესი, იმ ვაქცინების რაოდენობით რომელცი ახალ არის საქართველოში, გავაჩერებდით მესამე ტალღას – ასე არ არის, ვერ გავაჩერებდით. იგივე პასუხი მაქვს თქვენ კითხვაზე – ინდოეთის მოსახლეობა არის მილიარდზე მეტი, იქ აცრილი რომც იყოს 100 მილიონი – ეს მილიარდის 10 პროცენტია სულ. პანდემია რომ გავაჩეროთ იმუნური ფენა მოსახლოების 85% – ში მაინც უნდა იყო.
-ხომ არ არის ცნობილი რამდენ ხანს გვექნება იმუნიტეტი ვაქიცნაციის შემდეგ?
-ფაიზერი და მოდერნა ამტკიცებენ, რომ მინიმუმ 8 თვე იქნება. ერთი ვერსიაა, შეიძლება ეს ვირუსი გახდეს გრიპის ვირუსივით და მაშინ მოგვიწევს ყოველ წელს აცრა ისე, როგორც გრიპის ვირუსზე ვიცრებით. ყველა მეცნიერი ფიქრობს უკვე, რომ ამ ვირუსის გაქრობა არ მოხდება და მის მართვაზე უნდა გადავიდეთ – შესაბამისად, შეიძლება ყოველ წელს დაგვჭირდეს აცრა.
-საქართველოში მახსოვს ერთი ტალღა, გასული წლის შემოდგომაზე და ახლა უკვე მესამე ტალღას აანონსებენ – ხოდა, გვაქვს ეს მეორე, თუ მესამე ტალღა რეალურად? უნდა ჩაიკეტოს ქვეყანა?
-ერთი ტალღა იყო ჯერჯერობით, კი. 700 და 800 ახალი შეთხვევა დღესში ნამდვილად ბევრია. ეს შეიძლება ჩაითვალოს მესამე ტალღის დაწყებად. ცუდად მოქმედებს საქართველოს ეკონომიკაზე ჩაკეტვა – ჩვენ, ხალხი არ ვიქცევით ისე, როგორც საჭიროა პანდემიის დროს მოქცევა. ის ქვეყნებიც კი, სადაც ხალხი ისე იქცევა, როგორც პანდემიის დროს უნდა იქცეოდეს, იკეტებიან, სიტუაცია რომ არ გაექცეთ. ყველა დაიღალა და ყველას უნდა, ამ სიტუაციას ბოლო მოეღოს, იქნებ წლის ბოლოს მაინც გვქონდეს მეტი თავისუფლება. ასე ვიტყვი, მკაცრი შეზღუდვები ნამდვილად უნდა იყოს. მთავარია ეს მკაცრი შეზღუდვები იყოს კარგად გაკონტროლებული, თუ ვერ აკონტროლებ იმ შეზღუდვასაც ეკარგება აზრი. იმიტომაც გვინდა იმუნიტეტი და მოსახლეობის 60-80 პროცენტის აცრა,რომ გაიხსნას ქვეყანა. თუმცა, შესალებელია, პირბადეები კიდევ ცოტა ხანს დავტოვოთ, შეიძლება სამკურნალო საშუალებად გამოიგონონ და მკურნალობა უფორ წარმატებული გახდეს. უნდა გადავრჩეთ! საქართველოში ხალხი ხედავს, რომ შენი ჯანდაცვის სისტემა სუსტია და ვაქცინები არ არის, ერთადერთი გამოსავალი, შენ მოიქცე ისე, რომ არ დაავადდე. საკუთარი თავი ხომ უნდა გიყვარდეს?
-აგერ ოცნების რამდენიმე წევრს რომ აქვს ახლა კორონავირუსი, არც ერთს უყვარს საკუთარი თავი? როგორ დაავადნენ? გლეხი თუ დაავადდა, წესს არ იცავსო, იტყვიან და მინისტრი თუ დაავადდა, უი, საწყალი, გადასდეს, თორემ სულ იცავდა წესებსო, გვეუბნებიან. აი, ის მინისტრები რომ არ აკლდებიან დროსტარებას, იმიტომაც ვერ გააგებინებ ხალხს, რატომ უნდა გამოიკეტოს.
-ალბათ, არ იცავდნენ წესებს და იმიტომ დაავადნენ, არ ვიცი. თუ დაავადდა რამდენიმე, ესე იგი იყვნენ ერთად… ყველანი უნდა მოვერიდოთ მასიურ შეკრებებს. ყველამ უნდა დავიცვათ წესები
-ინგლისის ინიციატივაა ვაქცინის გარდა, კვირაში 2-ჯერ ნებისმიერი ადამიანის ტესტირება – ფიქრობენ, რომ ასეთ მასიურ ტესტირებას ასეთი სიხშირით, კარგი ეფექტი ექნება.
-მანდ ორი მომენტია, რამდენი ტესტი უნდა ჰქონდეს? ექნება საქართველოს ამის საშუალება? ინგლისი მდიდარი ქვეყანაა და ინგლისს შეუძლია, როცა ადამიანს დატესტვის მერე ექნება დადებითი პასუხი, სახლში დატოვოს 2 კვირა და კომპენსაცია მისცეს იმ დღეების გამო, როცა სამსახურში ვერ ივლის. ძალიან ბევრ ქვეყანას მოჰყავდა ინგლისი მაგალითად, თუმცა ყველგან იყო ფინანსების პრობლემა. საქართელოს არც კომპენსაციის გაცემის საშუალება აქვს. იმ ადამიანს, ვისაც ვირუსი დაუდასტურდება, რაღაც კომპენსაცია უნდა მისცე, თორემ, სხვა შემთხვევაში, იციან, რომ კოვიდი აქვთ, მაგრამ, ეშინით სამსახურის დაკარგვის და მაინც დადიან, ასე ხდებოდა სხვა ბევრ ქვეყანაშიც, განა მხოლოდ საქართველოში.
-ან პურის ფული არა აქვს და დღიურ სამუშაოზეა დამოკიდებული.
-შენ რომ დატესტო და მერე უთხრა, უსიმპტომოდ გაქვს ვირუსი და 2 კვირა უნდა დარჩე სახლში, გეტყვის, რა ვაჭამო მერე ოჯახს? ინგლისს აქვს კომპენსაციის გადახდის საშუალება. რაც შეეხება პრინციპს, ტესტირება აუცილებელია. სულ იმას ვიძახდით, რომ საქართველოში ცოტა ხდება ტრესტირება. პანდემია რომ შეაჩერო, გარდა ვაქცინისა და შეზღუდვებისა სამი რამ გჭირდება აუცილებლად – ტესტი, კონტაქტის გამოვლენა, იზოლაცია. 200 კაციან ქორწილს იხდიან და 100 ადამიანს ქონდეს შეიძლება იქ ინფექცია და არც იცოდეს.
-9 აპრილს დიდი შეკრება იყო და თან უხაროდათ, რა კარგია, დიდი შეკრებააო. არ მომისმენია ბატონი ამირანის განცხადება დღეს ამ თემაზე. არც წინასწარი გაფრთხილება.
-ნამდვილად, სწორი შენიშვნაა. თუ ჩვენ თავის დროზე ვაკრიტიკებდით ოპოზიციას აქციების გამო და ვიძახდით, ეს როგორ შეიძლებაო, გუშინდელი აქციაც ასევე არ შეიძლებოდა, თან გავრცელდა სურათები, კადრები, სადაც ჩანს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ერთად დგას ჩახუტებული ნიღბების გარეშე.
-კოვიდპასპორტზე უარი თქვა მსოფლიომ, როგორც ვიცი, როგორ მივიდა ამ სწორ გადაწყვეტილებამდე?
-ძალიან დიდი უმაყოფილება იყო ამ კოვიდპასპორტთან დაკავშირებით – მთავარი მიზეზი ისაა, რომ არ იცი ვაქცინის ეფექტურობა 6 თვეა, 8 თვე, თუ 1 წელი, ამ პასპორტს აზრი ეკარგება ამიტომ. ამ პასპორტით იმის თქმა, რომ მთელი წელი თავისუფლად იმოძრავებ, რადგან აცრილი ხარ – რთულია, ვერ დასტურდება ჯერ ეს. მეტი დრო უნდა გავიდეს. მეორე პრობლემა ისაა, რომ ვაქცინების ნაკლებობაა მსოფლიოში და მაშინ ადამიანები უნდა დაყო, ვიღაც აცრილია, კაი ტიპია და მოძრაობას და მეორე აუცრელია იმის გამო, რომ ვაქცინა არ არის და ვერ იმოძრავებს? მოხდებოდა ადამიანების დაყოფა ჯგუფების მიხედვით, რაც მიუღებელი იქნებოდა. არის მესამე მიზეზიც, უკვე დაიწყეს ვიღაცეებმა ყალბი პასპორტების დამზადება – ეს ყალბი პასპორტები შეიძლება ისე სწრაფად გაკეთდეს და ისე მოედოს მსოფლიოს, რომ ნამდვილისგან გარჩევა შეუძლებელი გახდეს. ამიტომა, გადაწყდა, კოვიდპასპორტის შემოღებაზე უარი თქვან.
კომენტარები