კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,ისეთი ამბები მესმის უფრო და უფრო ვაანალიზებ რა უპატრონო ვარ და როგორ არ მაქვს უფლება რომ რაიმე შემეშალოს როგორ მარტომ უნდა ვიზრუნო ყველაფერზე ორი შვილის სწავლა განათლება ჩაცმა კვება და კიდევ სხვა მრავალზე რასაც ვერ დავთვლი …და ამ ყველაფერში ერთი სულიერი არსებაც კი არ მყავს დამხმარე:))
ჩემთვის არც არაფერი უჩუქებიათ არასოდეს :)) ის სახლი რომ გადმომცეს პიარი გაიკეთეს და მერე მომატყუეს და გაქრნენ ეგ იყო ჩემი საჩუქარი :))))
მაგრამ არაუშავს მე მჯერა საკუთარი თავის და ჩემი შვილების
არავისი არაფერი არ მინდა უკუნითი უკუნისამდე
როგორც აქამდე მოვედი და მოვიყვანე შვილები ასევე გავაგრძელებ ბოლომდე
და იმედია სიბერეში თბილ ოთახსაც დავიმსახურებ …
მოკლედ კანონზომიერება არსებობს საბოლოოდ
ჰოდა მშვიდად და პოზოტიურად დაველოდები სამართალის აღზევებას”
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს, მაიკო კაჭკაჭიშვილმა კლუბ “ოტიუმში” საავტორო საღამო მოაწყო, სადაც ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ სიურპრიზი მოაწყო და სამოთახიანი გარემონტებული ბინა აჩუქა. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს მხოლოდ სიტყვიერი დაპირება აღმოჩნდა.
კომენტარები