მსახიობი ნინუცა მაყაშვილი ამბობს, რომ იმ მომენტამდე, როცა მან ოჯახური ძალადობის შესახებ ხმამაღლა განაცხადა, რეაბილიტაცია სგადიოდა.
მისივე თქმით, გარშემო უამრავი ქალია, რომელიც წლების მანძილზე ვერ ბედავს ხმის ამოღებას. მაყაშვილი ამბობს, რომ ძალადობა ნორმა არ არის და ყველა ქალს აქვს ბედნიერების უფლება.
“ძალიან დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გადამელახა. ყველა ის ქალი, ძალიან ბევრი ქალი, ვინც ახლა აღარ არის ძალადობის მსხვერპლი, თუმცა გამოვლილი აქვს ეს ყველაფერი, დღემდე ვერ ახერხებს ლაპარაკს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, 20-30-35 წელი იყოს გასული. ამ თემაზე ლაპარაკი არის ძალიან რთული, ეს თემა მთელი ცხოვრება გაქვს გულში და გჭამს. იმ დღემდე, სანამ მე ამ ყველაფერს ვიტყოდი, მიმდინარეობდა ჩემი რეაბილიტაცია.
ბევრი კომენტარი წავიკითხე, რომ ეს იყო ჩემი მხრიდან შურისძიება. მე რომ შურისძიება მდომოდა და 11 წელი ეს ბოროტება მეტარებინა, თავის დროზე მოვახერხებდი ამის გასაჩივრებას. ჩემი მიზანი არ იყო ეს, ჩემი მიზანი იყო ის, რომ იმ ქალების გულამდე, ვინც ახლა ფიქრობს, რომ მათთვის ის ცხოვრება არის ნორმა, რაშიც ახლა არიან, მინდოდა მეჩვენება, რომ ეს არ არის ნორმა, არის ნორმა ის, რომ შენ იქნები ბედნიერი, შენ იქნები წარმატებული, შენ იქნები კარგად, თუ უბრალოდ ოდნავ მაინც გაძლიერდები და შენ შენს თავში იპოვი პატარა ნაპერწკალს, რომელსაც გააღვივებ” – ამბობს მსახიობი.
ცნობისთვის, გადაცემა ,,ფარულ კონვერტში” მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ მასზე ყოფილი მეუღლე, ბესო ზანგური ფიზიკურად ძალადობდა.
ბესო ზანგური ძალადობის ფაქტს უარყოფს.
კომენტარები