მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე ნინუცა მაყაშვილისა და ბესო ზანგურის სკანდალურ ისტორიას ეხმაურება. კომენტარი მან “ტვ პირველთან” გააკეთა.
“თქვა, რომ გამლახაო?! ეს ბესოს ბრალიც არის და იმის, ვინც თქვა, რომ გამლახაო. ცნობილია, რომ კაცის ავკარგიანობა და მითუმეტეს, თუ ქმარია, დამოკიდებულია ქალზე, მეუღლეზე. თუ რამე ავს გააკეთებს კაცი, ცხადია, რომ ქალის დიდი ბრალეულობაა მასში.
თუ დიდია მამაკაცი, ეს არის ქალის დამსახურება. ქალი საქართველოში ძალიან დასაფასებელია, რა უნდა დააშავოს ქალმა ისეთი, რომ მასზე ხელი აღმართო?!”
კომენტარები