ამ წუთებში “გლოვოს”, “ბოლტისა” და “ვოლტის” კურიერები ფილარმონიასთან აქციას მართავენ. ისინი რიონის ხეობის მსვლელებს სოლიდარობას უცხადებენ.
აქციის მონაწილეები 12 საათზე შეიკრიბნენ და პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა გამართეს. მათ თან აქვთ ბანერები “არა ნამხავანჰესს!” “ქართული მიწა არ იყიდება”.
შეგახსენებთ, რომ აქცია დღეს გაგრძელდება გუმათშიც, სადაც რიონის ხეობის მცველები კიდევ ერთხელ მოითხოვენ, რომ პოლიციამ აქტივისტებს ნამხვანისკენ გადაადგილების საშუალება მისცეს. გუშინ მათ ხამე ქუთაისში ღია ცის ქვეშ გაათენეს.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა და მათი მხარდამჭერები 172 დღეა ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.
კომენტარები