პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, “ტვ პირველთან” ამბობს:
“მთავარი ამბები დღეს ხდება იმერეთის და ლეჩხუმის საზღვარზე, იქ იქმნება ნამდვილი პოლიტიკა – იქ ადამიანები სვამენ კითხვას – რა არის განვითარება? გახარიასთვის, თურნავასთვის, ღარიბაშვილისთვის?
განვითარება არის, ის რაც ხდება ჭიათურაში, მადანი მოიპოვება, ქალაქი მდიდარი უნდა იყოს, წესით, მაგრამ მდიდრდება ერთი მუჭა ხალხი და დანარჩენ მოსახლეობას საავადმყოფო არა აქვს, გზა არა აქვს, მშივრები არიან. ახლა იგივეს გაკეთება უნდათ იმერეთისა და ლეჩხუმის საზღვარზე. უნდათ ააშენონ გიგანტური ელექტროსადგური, თითქოს ეს განვითარებას მოიტანს, სინამდვილეში ძირავენ სოფლებს, შიმშილისთვის იმეტებენ ადამიანებს. რომ ვერ აღვადგენთ, ისეთი ზარალი უნდათ მოუტანონ ჩვენ თაობას და მომავალ თაობას და თვითონ უნდათ რომ გამდიდრდნენ. ამაზე პოლიტიკურ კლასში ყველა დუმს, და ლაპარაკობს ვარლამ გოლეთიანი და ჩვენ ზურგს გავუმაგრებთ მას. წინ კი არ გავიჭრებით, როგორც ქართული მარში და დანარჩენები. ზურგს გავუმაგრებთ!”
კომენტარები