მსახიობი ბესო ზანგური “ინფორუსთავთან” იმ ღამეს იხსენებს, როცა მისი აწ უკვე ყოფილი ცოლი, ნინუცა მაყაშვილი სახლიდან წავიდა. ის ნინუცა მაყაშვილის მიერ გაჟღერებულ ძალადობის ბრალდებას კვლავ უარყოფს და ამბობს, რომ მათი განქორწინების მიზეზი ტყუილი გახდა, რომელშიც ნინუცას ადანაშაულებს…
– რა მოხდა იმ კონკრეტულ ღამეს, რომელსაც იხსენებდა ნინუცა, რატომ წავიდა ის სახლიდან?
– დღემდე არ ვიცი რატომ წავიდა. ალბათ იმიტომ, რომ მუდამ ტყუილის ქვეშ მაცხოვრებდა… მე რეპეტიციაზე წავედი, ის სახლიდან.
– მეუღლეზე ეჭვიანობდით?
– არ ვარ ეჭვიანი კაცი, ზომიერად კი ,მაგრამ ჩემი ოჯახი არაა ცემა-ტყეპის მომხრე.
– რა გახდა იმ ღამით კამათის მიზეზი?
– არა, არ გვიკამათია. გიხსნით, მეგონა სახლში და ყოფილა ბათუმში. დავიძინე, გავიღვიძე და წავედი რეპეტიციაზე, რომ მოვალ ვილაპარაკოთ-მეთქი, მოვედი და აღარ დამხვდა. მან იცოდა, რომ მე ტყუილს არ ვაპატიებდი და დამასწრო წასვლა, ვიდრე მე წავიდოდი.
– ანუ ამბობთ, რომ იმ ღამით, როცა დაბრუნდით გასტროლიდან, დაიძინეთ და დილით, როცა გაიღვიძეთ, წასული დაგხვდათ?
– არა, დილით კოცნით გამაცილა სახლიდან, ღმერთს ვფიცავარ.
– რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ მოგატყუათ?
– გასტროლიდან ვრეკავდი და მეუბნებოდა, რომ სახლში იყო ჩემი თვეების შვილთან ერთად. აეროპორტში მეგობარი შემხვდა და მითხრა, ზღვაზე ვნახეო, გავოცდი, ხომ გეუბნებით, ვუთხარი, რატომ მომატყუე ასეთი რამ, მოვალ და ვილპარაკოთ-მეთქი. წავედი მე რეპეტიციაზე და ის წავიდა სახლში. ვიცი, რომ მძიმე ადამიანი ვარ, მაგრამ ცემა? დარტყმა? ეს არის ის, რაც არ არსებობს ბუნებაში.
– უბრალოდ სიტყვიერი კამათი იყო?
– არა, ვიმეორებ კოცნით გამაცილა, ძალით ხომ არ მეცა და მაკოცა. არ მჯერა, რომ ნინუცამ მისცა ეს ინტერვიუ.
კომენტარები