“რუსთავი2”-ის ინფორმაციით, თავდამსხმელი 28 წლის ნიკა წურწუმია, რომელიც ზუდგიდიდანაა ჩამოსული, რომელსაც მხოლოდ პნევმატური იარაღია ჰქონდა, იარაღი ახლომდებარე მაღაზიიდან ნისიად გამოიტანა. მას მშობლები ევროპაში ჰყავს, ბებია – ზუგდიდში, ხოლო და – თბილისში.
მედია აქვეყნებს ნიკა წურწუმიას ფოტოსაც.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები გათავისუფლებული.
“კურიერი” ავრცელებს კადრებს, როგორ დააკავა სპეცრაზმმა პნევმატური იარაღით შეიარაღებული პირი.
კომენტარები