სასამართლო სამედიცინო დამოუკიდებელი ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ძალიან არ მომეწონა კულტურის მინისტრის მოწოდება, რომ ბესო ზანგური წავიდეს თეატრიდან. მიზეზი:
1.უდანაშაულობის პრეზუმფცია. მითუმეტეს, სისხლის სამართლის საქმე ჯერ საერთოდაც არ არსებობს. ბოლო წლებში ბევრი ასეთი “დანაშაული” არ დადასტურდა, მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა კი დარჩა!
2. დაუშვებელია ხელოვანის დევნა არ წარდგენილი ბრალის გამო, ჯერ დაუსაბუთებელი ბრალის გამო, და ვფიქრობ, ხანდაზმულიც (სამართლებრივად).
რაც შეეხება მსახიობთა მხრიდან ბატონი რობერტისკენ “გადამისამართებულ” რისხვას:
-არ შეიძლება ადრეული ბოლშევიზმის განმეორება 21-ე საუკუნეში – რობერტ სტურუა საქართველოს ხელოვნების განძია. ბულგაკოვზეც ასეთი ზეწოლები იყო და უამრავი ხელოვანი მოექცა ცენზურის ქვეშ! ამის განმეორება არ შეიძლება!
“კოლექტიური წერილი”, “კოლექტიური გაკიცხვა” . . . ძვირფასო მსახიობებო, სოლიდარობა სხვაა და “კოლექტიური” ბულინგი-ბოლშევიზმია!!!
მაიაკოვსკი დიდი იყო, მაგრამ ზედმეტად “პოლიტკორექტული”. ამის დაბრუნება გვინდა?!
ეს დაუშვებელია!
P.S. პოსტებში ხშირად ვწერ ხოლმე; “ვფიქრობ”, “ჩემი აზრით”, იმის ხაზგასასმელად, რომ ეს ჩემი პირადი აზრია, რაც გულისხმობს, რომ არსებობს განსხვავებული აზრიც, რომელსაც მე აპრიორი, პატივს ვცემ.
ამ პოსტში სრულიად კატეგორიული ვარ: ადრეული ბოლშევიზმის ბოროტების განმეორება დაუშვებელია!!!
კომენტარები