მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე,”ტვ პირველის” ეთერით ნინუცა მაყაშვილს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც ნინუცას აკრიტიკებს:
“მე მახსოვს ძალიან კარგად ნინუცა, 20 კილო რომ ჰქონდა დაკლებული, ადამიანს არ ჰგავდა, ადამიანს არ ჰგავდა, ხალხო. იმ ხალხს მივმართავ, ვინც ექილიკება, არ გრცხვენიათ? ამ მდგომარეობაშია, როგორ ელაპარაკებით და თელავთ, ქალებიც წერთ, იმის მაგიერ რომ გვერდში დაუდგეთ? არ გჯერათ, რომ ასე იყო? დღეს ნინუცა გამყარდა, გაძლიერდა, დიახ, ეშინოდა, ემუქრებოდნენ და იმიტომ.
ყველა ძალადობის წინააღმდეგია, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს გვერგო პატივი, მაყურებელს და მსმენელს ვესაუბროთ, ვინ გენდობა, როდესაც თუნდაც ერთი ადამიანი იტყვის, რომ ხარ მოძალადე? რა თქმა უნდა რუსთაველის თეატრს ეს არ აწყობდა და ამიტომაც ჩახსნეს სპექტაკლები. რაც შეეხება რობერტ სტურუას, არ შეიძლება ერთი ხელის მოსმით გადათელა ადამიანი, რომელმაც ეპოქა შექმნა. ბესო ზანგურის ინტერვიუ ვნახე, აქამდე არ ვიყავი დაინტერესებული ამ ადამიანით, არც როგორ მსახიობით. ბესო ზანგური ამბობს, მამაჩემმა დამირეკა და მითხრა რომ ვჭირდებიო, მერე ბატონმა რობიკომ დამირეკა, მასაც ვჭირდებოდი და მამაჩემთან არ წავედიო – რაღაცა, ცოტა ანომალია მგონია ეს ყველაფერი, მამას რომ უღალატებ, მამაზე ახლობელი თუ არა რობიკო სტურუა თუნდაც და რატომაა ახლობელი არ ვიცი, აქედან გამომდინარე მინდა, ბატონი რობერტი გავამართლო, როგორც ჩანს, იმდენად ახლო ურთიერთობა აქვთ და ისე სჯერა ამ ბიჭის, არ უნდა დაიჯეროს, რომ წლების მანძილზე მის გვერდით მოძალადეა.
შეგახსენებთ, ნინუცა მაყაშვილმა, ყოფილი მეუღლე, ბესო ზანგური, ძალადობაში დაადანაშაულა.
კომენტარები