ცნობილი ქართველი მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე გადაცემა “სთორიში” წლების წინანდელ ისტორიას იხსენებს, როდესაც სერიალ “ჰეროკრატიაში” თამაშობდა.
“რამდენი ხანია მე ამ თემაზე არ მისაუბრია. მაშინ გოგა ხაინდრავამ დაარღვია ყველა შეთანხმება, რაც მე მქონდა მასთან. უბრალოდ, კაცური სიტყვაც კი გატეხა, როდესაც მითხრა – შენ, როგორც ჰოლივუდელი მსახიობი ისე მოიქეცი, იარე შიშველი ოთახშიო და მე სულელმა, გამოუცდელმა მსახიობმა დავუჯერე მას. მივენდე, როგორც კაცის და რეჟისორის სიტყვას, რომ არ ჩასვამდა სერიალში ჩემს მკერდმოშიშვლებულ კადრებს. თუმცა გამოვიდა სერიალი და ვნახე, რომ ჩემი მკერდმოშიშვლებული კადრები წერდა ძალიან კარგ რეიტინგს.
ეს იყო ჩემი პირველი შიშვლად გამოჩენა ეკრანზე, რომელიც მე სულაც არ მსურდა. მაშინ იმდენად გული დამწყდა ამ ყველაფერზე, ახლა ვნანობ, რომ რაიმე სამართლებრივ ხერხს არ მივმართე. ეთქვა და ცოტა სხვა ჰონორარს მოვითხოვდი, იქნებ არ ვიყავი წინააღმდეგი, უბრალოდ ვერ ვიტან, როცა არაკაცურად გატყუებენ” – აღნიშნა პაიჭაძემ.
კომენტარები