კორონავირუსმა პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბრაზილიაში, დაახლოებით, 1300 ბავშვი იმსხვერპლა, იმის მიუხედავად, რომ მტკიცებულებების თანახმად, კორონავირუსით ბავშვები იშვიათად კვდებიან.
როგორც NBCNews წერს, ჯანდაცვის სამინიტროს ოფიციალური მონაცემების თანახმად, კოვიდ 19-ს 9 წლის ქვემოთ 800 ბავშვი ემსხვერპლა, თუმცა ექსპერტების თქმით, მსხვერპლი ბევრად მეტია, რადგან მასშტაბური ტესტირებები ქვეყანაში არ ტარდება.
წამყვანი ეპიდემიოლოგი სან-პაოლოს უნივერსიტეტიდან, ფატიმა მარინიო ვარაუდობს, რომ რომ ინფექციამ 9 წელს ქვემოთ 2060 ბავშვი იმსხვერპლა, მათგან – 1302 ჩვილი. მისი ვარაუდი ეყრდნობა მწვავე რესპირატორული სინდრომით გარდაცვალების შემთხვევებს, პანდემიის პერიოდში.
ბრაზილია კოვიდის გავრცელებით, მსოფლიოში მეორე ქვეყანაა აშშ-ის შემდეგ, აქ ინფექციის 361,000 შემთხვევაა დაფიქსირებული.
წყარო – რუსთავი2
კომენტარები