ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე, უგულავას თქმით, მთავარი განსახილველი საკითხები შეეხება 15 მაისის აქციას და გოგი წულაიას პატიმრობას.
გიგი უგულავა:
„დღევანდელ შეკრებაზე ძირითადი და პირველი საკითხი იქნება 15 მაისის მოსამზადებელი სამუშაოები. მანამდე თბილისსა და სხვა რეგიონებში სხვადასხვა ინტენსივობით ღონისძიებები იგეგმება და ეს გრაფიკი უნდა გავიაროთ.
შემდეგი საკითხი, რასაც განვიხილავთ, ვფიქრობთ, რომ ერთობლივი განცხადება მივიღოთ გოგი წულაიას პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობასთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ ვხედავთ შერჩევით სამართალს. როდესაც საუბარი იყო „ქართული ოცნების“ დეპუტატზე საკრებულოდან და კიდევ ბევრ სხვა მსგავს შემთხვევაში წინასწარი პატიმრობა არ არის გამოყენებული, ხოლო ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ავტომატურად ეჭვქვეშ არ ვაყენებთ მსხვერპლის მონათხრობს, წინასწარი პატიმრობა მიგვაჩნია პოლიტიკურად მოტივირებულად. განსაკუთრებით „ტვ პირველის“ ეთერში გასული ჩანაწერების შემდეგ, რაზეც იყო რეაქცია, ფაქტია, რომ მისი წინასწარი პატიმრობა დაკავშირებულია იმ არაფორმალურ სასჯელთან, რომელიც ბერა ივანიშვილმა გამოუწერა ამ ადამიანს“
კომენტარები