ოპოზიციის სამუშაო შეხვედრის შემდეგ “ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მედიაციის პროცესში პრეზიდენტის ჩართვის შესაძლებლობაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„მე მგონი, მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ნონსენსია, როცა ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ ის პოლიტიკაში არ ერევა. მან იმით, რომ არჩევნების დღეს ხვამლის მთაზე ისვენებდა, უკვე გააკეთა განაცხადი. ასევე, ყველა განცხადება, რომელიც აქამდე ჰქონდა გაკეთებული, ერთმნიშვნელოვნად ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი განცხადება იყო. სხვა რომ არაფერი ვიცოდეთ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ის არის მხარე. ასე რომ, სამწუხაროდ, ქალბატონმა ზურაბიშვილმა ძალიან დააგვიანა ამ პროცესში ჩართვა. თუ რამე კარგი იდეა ექნება, რა თქმა უნდა, ვისგანაც არ უნდა წამოვიდეს, მსჯელობის საგანი აუცილებლად გახდება. რაც შეეხება შეწყალებას, ზურაბიშვილის პრეროგატივაა, ის თუ ამას გამოიყენებს, რა თქმა უნდა, ამით პოლიტიკური პროცესის დარეგულირების საკითხში პოზიტიურ წვლილს შეიტანს“
შეხვედრიდან გამოსული პოლიტიკოსების კომენტარები ეხებოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტს, რომელსაც ხელი „ქართულმა ოცნებამ“ უკვე მოაწერა, ოპოზიცია კი არ აპირებს დათანხმდეს შეთავაზებულ პუნქტებს, სანამ არ იქნება შეტანილი ვადამდელი არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი.
კომენტარები