მალხაზ მაჩალიკაშვილი, ვარლამ გოლეთიანის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ეს უკანასკნელი ამბობს, რომ რიონის ხეობის მცველებს აქციიდან მალხაზ მაჩალიკაშვილის გაძევებასთან კავშირი არა აქვთ და წერს:
“დიახ ეს იყო ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის შეურაცხმყოფელი რაც მოხდა იმ აქციაზე ქუთაისის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ამ ინციდენტის 100 ბით ადამიანი აკვირდებოდა, მაგრამ ხმა არავის ამოუღია იმ მომენტში.
ეხლა რაც შეეხება ვარლამ გოლეთიანის განცხადებას, მე პირადად იძულებული ვხდები, რომ ვუპასუხო ჩემი პატივისცემის მიუხედავად ყველა იმ ახალგაზრდის ვინც იბრძვის სამართლიანობისთვის და თავისი ქვეყნის კეთილ დღეობისთვის, აქ ამ აღნიშნულ განცხადებაში წერია რომ მაჩალიკაშვილი გააძევეს, ესეც ჩემთვის შეურაცხმყოფელია მაჩალიკაშვილი არავის მისცემს უფლებას ვინმეს რომ საიდანმე გააძევონ, მე მგონი მაგისი ძალა შემწევს. მაჩალიკაშვილი გაერიდა იქაურობას, თვითონ რომ მიხვდა რაშიც იყო საქმე, რომ მიხვდა პროვოკაციას უმზადებდნენ რომ მიხვდა მაჩალიკაშვილი მათვის არასასურველი სტუმარი იყო, მე ჩემი რომელიმე აქციიდან ან მსგავსი ადგილიდან გაძევების უფლებას არავის მივცემ და ბოლოს ეს ჩემთვის პირველი შეურაცხყოფა არ არის და არც ახალი ამბავი ამ 4 წლიანი ჯოჯოხეთური გზაზე.
მე აქეთ გიხდით ბოდიშს თუ ჩემი ჩამოსვლით პრობლემები შეგიქმენით და თხოვნა მექნება ამ თემაზე არავინ ისაუბროს მეტი და ასევე თხოვნა მექნება ამ პოსტზე შეურაცხმყოფელი კომენტარები არ გაკეთდეს, დრო იტყვის თავისი სათქმელს ერთი ვიცი ორგანიზატორი თუ ხარ პასუხიც უნდა აგო ნებისმიერის საქციელზე მე დღემდე ასე მოვდივარ და ხელებს არავისკენ არ ვიშვერ 1 წ და 9 თვე მარტო ერთ დროულად გავატარე პარლამენტთან და თუ ვინმე შეცდომას დაუშვებდა ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებდი, მე ასე ვიცი ალბათ თქვენ სხვანაირად გესმით გამარჯვება მშვიდობა გქონოდეთ. პატივისცემით ვახა მაჩალიკაშვილი”
კომენტარები