პოლიტიკური მოძრაობა დროას ლიდერის, ელენე ხოშტარია განცხადებით, მან ევროპული საქართველო დატოვა და სადეპუტატო მანდატი არა მას, არამედ პარტიას ეკუთვნის:
“როგორც იცით, მე ევროპული საქართველო დავტოვე, შესაბამისად, სადეპუტატო მანდატი ეკუთვნის პარტიას და არა მე. არ მიმაჩნია კეთილსინდისიერად, ვისარგებლო იმით, რაც მე არ მეკუთვნის
მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვნად მიმაჩნია დავაფიქსირო ჩემი პოზიცია — ვფიქრობ, რომ არსებული კრიზისის გადაჭრის ერთადერთი გზა, არის ახალი, სამართლიანი არჩევნების გზით არჩეული მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების დოკუმენტი წინაზე არსებითად უკეთესია, სამწუხაროდ, ის არ არის კრიზისის გადაჭრის გზა.
შესაბამისად, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, კიდევ ბევრია სამუშაო კრიზისის გადასალახად. პირველ რიგში პოლიტ პატიმრების გამოშვება და პოლიტიკური დევნის სამარცხვინო პრაქტიკის დასრულება. როგორც ბოლო თვეების გამოცდილებამ გვანახა, კრიზისიდან გამოსვლის გზაზე ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის ოპოზიციის ერთიანობა და საერთაშორისო ჩართულობა”
ელენე ხოშტარიამ ევროპული საქართველო 28 დეკემბერს დატოვა. მან წასვლის შემდეგ განაცხადა, რომ მეტი თავისუფლებით, სითამამითა და დამოუკიდებლობით, უფრო მეტის გაკეთება შეეძლო. მან 8 მარტს ახალი პოლიტიკური მოძრაობა, “დროა” დააარსა.
კომენტარები