პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“პირველი შემთხვევაა, როცა პოლიტიკოსებმა წააგეს და ქვეყანამ მოიგო…
28 ქვეყანა შენი ციხიდან გამოსაშვებად ფულს რომ აგროვებს კი არ ტეხავს, ასწორებს…
ეს იმის ირიბი დასტურია, რომ პოლიტ-პატიმრად გთვლიან.
ჩემის აზრით ოპოზიციის მხრიდან კომიტეტების თავმჯდომარეობაზე დათანხმება სახის დაკარგვის ტოლფასი იქნება.
უნდა თქვან, რომ მათი პარლამენტში შესვლა არ ნიშნავს კრიზისის დასრულებას. კრიზისი დასრულდება სამართლიანი, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემდეგ.
შესაბამისად, ისინი არჩევნებამდე უარს აცხადებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე რაიმე ფორმით პასუხისმგებლობის აღებაზე.
მოკლედ, ბიძინას გარდა ყველამ მოაწერა ხელი…”
კომენტარები