ნაპოვნია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში 17 წლის გაუჩინარებული გოგოს, მარიამ ბურჭულაძის ნივთებში წერილი იპოვნეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მარიამმა წერილი ინგლისურ ენაზე დაწერა, რომელიც პოლიციამ უკვე წაიღო და სწავლობს. სავარაუდოდ, მასში ნახსენებია პედაგოგის და კლასელების ინიციალები…
“წერილში ეწერა თავში ხმები მესმის და მკვლელობაზე ეწერა, 7 თუ არა 6 კაცს მაინც მოვკლავო.” – ჰყვება მარიამის მეგობარი.
მარიამის პედაგოგის თქმით, უცნობია ჯერ ისიც, წერილი საერთოდ ეკუთვნის, თუ არა, მარიამს.
კლასელები ამბობენ, რომ ბოლო დროს ნაკლებად კონტაქტური იყო, უმეტესად დროს უთმობდა ტელეფონს და არ გამორიცხავენ, რომ მარიამი ცნობილ ინტერნეტთამაშს “ლურჯ ვეშაპს” თამაშობდა.
მარიამს მესამე დღეა ეძებენ.
კომენტარები