დღეს მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ზაზა სარალიძეს აღარ აქვს ირაკლი შოთაძესთან კითხვები – ზაზა სარალიძის ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე, მამუკა მდინარაძეს პასუხობს:
“თქვენ ცდებით ბატონო მამუკა, ხორავას ქუჩის საქმეზე კითხვები მოხსნილი არ გახლავთ, ვინ გითხრათ, რომ ზაზა სარალიძეს არ აქვს კითხვები და თემა ამოწურულია. ძალიან მალე დავრწმუნდებით ამაში.
პირველი და ყველაზე მთავარი კითხვა, ვინ მიიყვანა ხორავას ქუჩის საქმე აქამდე, ისეთ ჩიხში რომ ორი წლის თავზეც კი ვერ გამოსულა. მოგიერთი მოხელის მიზანმიმართულმა ქმედებებმა, ეს კი სამოხელეო დანაშაულია. ამაზე პასუხის გაცემა გენერალურ პროკურორს მოუწევს.
რაც შეეხება საქმეს, ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ კითხვები არ არის? ვინ დაჭრა ხორავას ქუჩაზე მყოფი კიდევ ერთი არასრულწლოვანი. ანდა მიგაჩნიათ რომ ჯანაშიასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმება აღსრულებული სამართალია? დიახ, სარალიძეს შესაძლებელია აწყობდეს შოთაძის “მეორედ მოსვლა” ვინაიდან სწორედ ის იქნება ამ კითხვებზე პასუხისმგებელი ვინც თავიდანვე იყო, მაგრამ ქვეყანას რამდენად აწყობს აი ესაა საკითხავი.”
კომენტარები