დღეს სოციალურ ქსელში და შემდგომ მედიაშიც გავრცელდა ფოტო, რომელზეც თავდაპირველად წერდნენ, რომ ჩოხატაურში იყო გადაღებული.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის განცხადებით, ტელეკომპანია TV პირველის ოფიციალურ გვერდზე, REALINFO.GE – ზე დაყრდნობით, გავრცელდა ფოტო, რომელიც თითქოს გადაღებულია ჩოხატაურში. აღნიშნული სივრცე ჩოხატაურში არ არსებობს და ეს არის დეზინფორმაცია.მოვუწოდებთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომელიც აზიანებს პანდემიასთან ბრძოლის უმნიშვნელოვანეს პროცესს.
როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი აცხადებს, ფოტო არ არის ჩოხატაურში გადაღებული – შესაბამისად, ჩოხატაურში პანდემიასთან ბრძოლის უმნიშვნელოვანესი პროცესი გადარჩა.
ახლა, სოციალურ ქსელში სხვა ვარიანტები განიხილება – არის, თუ არა, ფოტო ავთენტური და არის, თუ არა, იგი საქართველოში გადაღებული? – წესით, ამ კითხვაზე პასუხი ამირან გამყრელიძესა და ეკატერინე ტიკარაძეს უნდა ჰქონდეს, თორემ, დაზიანდა ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლის უმნიშვნელოვანესი პროცესი და ეგაა.
ისედაც, ხან ვისი ქეიფის ვიდეო ქვეყნდება, ხან ვისი საზეიმო ვახშმის და…
მანამდე კი, სანამ, ღმერთმა დაგვიფაროს და ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლის უმნიშვნელოვანეს პროცესი დაზიანებულა, გეტყვით, რომ პანდემიასთან მებრძოლ ქვეყნის მთავარ კლინიკაში, ინფექციურ სავადმყოფოში სახურავიდან წვიმის წყალი წლობით ჩადიოდა – ეს ფოტო მაინც ხომ არის ავთენტური და ეს მაინც ხომ ზუსტად ვიცით, რომ ინფექციურ საავადმყოფოშია გადაღებული? იმ საავადმყოფოში, რომელსაც გასულ წელს, ყოფილმა პრემიერმა ახალი შენობა დაპირდა, მაგრამ….
კომენტარები