პოლიციამ გურიაში გაუჩინარებული მოზარდი იპოვა. ამის შესახებ Facebook-ზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა დაწერა.
დამატებითი ინფორმაცია შსს-ს ამ დროისთვის არ გაუვრცელებია.
ოზურგეთიდან დაკარგულ 17 წლის გოგოს, მარიამ ბურჭულაძეს გურიასა და აჭარაში სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
დაკარგული მარიამ ბურჭულაძე სოფელ გუმში ცხოვრობს, ბოლოს მოზარდი, ვიდეოკამერებმა ოზურგეთი – ქობულეთის ავტომაგისტრალზე ფეხით მიმავალი დააფიქსირეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ
მუხაესტატეს შემდეგ კი გოგონას კვალი დაიკარგა.
კომენტარები