სალომე სამადაშვილი, “რუსთავი 2”-თან, ამბობს:
“გრიგოლ ვაშაძე მოვიდა პარტიაში ძალიან რთულ მომენტში, მან ითამაშა ძალიან მნიშვნელოვანი როლი. მათ შორის, უპრეცედენტო ელექტორალური წარმატების უზრუნველყოფაში, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატი იყო და ჩემთვის ახლა გაუგებარია იმ ადამიანების მხრიდან თავდასხმა გრიგოლ ვაშაძეზე – “რა უფლება აქვს მას მოაწეროს ხელი ამ შეთანხმებას” – რომლებსაც, მე მგონი, ერთი მეათასედიც არ გაუკეთებიათ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის, რაც ან გრიგოლ ვაშაძეს აქვს გაკეთებული ამ პარტიისთვის ან მე. განსხვავებით სხვებისგან, როდესაც სხვები გარბოდნენ, ჩვენ ამ პარტიაში მივედით და ამ პარტიას დავეხმარეთ.
მე მინდა მონაწილეობა მივიღო ამნისტიის კანონის მიღებაში, თუკი ეს ერთადერთი გზა გახდება ნიკა მელიას გასათავისუფლებლად. მინდა საჯაროდ ვთქვა ჩემი პოზიცია, “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში წარმოდგენილი უნდა იყოს, რადგან ეს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა.
პარლამენტი წარმომადგენლობით ფუნქციას სრულად ვერ შეასრულებს თუკი იქ “ნაციონალური მოძრაობა” არ იქნება. იმედი მაქვს, ეს ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ მოხდება”
კომენტარები