ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ქართულ ოცნებას სურს, ამნისტიამ დაფაროს დამატებით სამი სამართალდამცავი და ამის შესახებ მედიატორებმაც იციან:
“მე არ მესმის, რატომ არის აუცილებელი ამნისტიის პროექტში, რომელიც შედის იმ თავში ხელშეკრულების, რომელიც ეხება პოლიტიკურ დევნას, რატომ ჩათვალა ქართულმა ოცნებამ სამართალდამცავების საკითხის დასმა, მაგრამ ეს არის შეთანხმება, ორი მხარე აქვს შეთანხმებას და მეორე მხარის პოზიციას, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არის ოცნების პოზიცია, რომ საუბარი არის 3 პოლიციელზე, რომლებიც მათ სურთ შეიყვანონ ამნისტიის შემადგენლობაში, ეს არ არის ჩვენი პოზიცია.
ამ სამი ადამიანის შეყვანა, რომ სურს ქართულ ოცნებას ამნისტიაში, ეს ჩვენ ვიცით, ისინი [მედიატორები] ისმენდნენ, მათთვის ეს სიურპრიზი არ იქნება, როგორ მოხდება ამნისტიის გაწერა, ეს მოხდება კონკრეტულ მუხლთან მიმართებაში, ეს ადამიანები არიან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების თაობაზე და ამნისტია დაფარავს ამ მუხლს, კონკრეტულად მათ რა აქვთ გაკეთებული, ამას ვისმენდით სხვადასხვა ადამიანებისგან, მათ შორის პროკურატურაშიც გავაგზავნეთ წერილი, დეტალურად რომ გავერკვეთ.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ 16 ადამიანი და ნიკა მელია, რომლებსაც წაყენებული აქვთ ბრალი, ეს ადამიანები უნდა დაფაროს ამნისტიამ და გათავისუფლდნენ. სად მივალთ საბოლოოდ, ეს საჯარო იქნება, ამიტომ უტრირებაა, მაკო გომურის დაზიანებაზე პასუხისმგებელ სამართალდამცავზეა საუბარი, იმიტომ, რომ ესე არ არის. სამ კონკრეტულზეა საუბარი, ვისაც ბრალი აქვს წარდგენილი”.
კომენტარები