ნიკა მელიას ციხიდან გათავისუფლების 4 გზა – “სტრატეგია აღმაშენებლის წევრი პაატა მანჯგალაძე სხვადასხვა ვერსიას ასახელებს, თუმცა ყველაზე ოპტიმალურად ჩამოთვლილთაგან ამნისტიას მიიჩნევს:
„იმ რეალობაში, რომელშიც ვართ, რამდენიმე გზა არსებობს, პირველი იყო გირაოს გადახდა, რაც მართლა ამორალურია და ჩემი აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს ამ საკითხში ნიკა მელიას.
მეორე საკითხი არის ამნისტია, რომელიც მოცემულ სიტუაციაში მეტ-ნაკლებად მისაღებია, მაგრამ ნიკა მელიასთვის შეიძლება მიუღებელიც იყოს, ამას ამ ეტაპზე ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
კიდევ არსებობს ერთი საშუალება, რომ გამოვიყვანოთ 50 ათასი კაცი და ხელისუფლება შევცვალოთ, რისი ალბათობაც ამ ეტაპზე ძალიან დაბალია, რადგან ვიცით, რომ ნიკა მელიას დაპატიმრების დროს პარტიული აქტივის გარდა, არავინ გამოსულა.
და მეოთხე არის აბსურდული, ბიძინა ივანიშვილს გაეხსნას გონება და უარი თქვას პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე. მოცემულ სიტუაციაში, ამ 4 ჩამოთვლილი ვარიანტიდან ყველაზე რეალისტური არის ამნისტია. ამ ამნისტიის აქტზე პასუხისმგებლობა აქვს ოპოზიციას, ნიკა მელიას და „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლიათ უმწიკვლოდ გამოვიდნენ ამ პროცესიდან, მაგრამ ამისთვის საჭიროა ერთი რამ, ნუ გვლანძღავენ და ამ პროცესში ხელს ნუ შეგვიშლიან”
კომენტარები