ქართველი „კანონიერი ქურდი“ დავით სებისკვერაძე, იგივე “დათო ქუთაისკი” საბერძნეთის ციხეში გარდაცვლილი ნახეს. მან სამი დღის წინ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 67 წლის იუბილე აღნიშნა.
ოფიციალური ინფორმაციით, ქართველი პატიმარი კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა.
ცნობისთვის: 2017 წელს ათენის სასამართლომ სებისკვერაძეს, ქართული მაფიის სხვა წევრებთან ერთად, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა და ფულის გათეთრება ედებოდა ბრალად. დავით სებისკვერაძე ქურდული სამყაროს „ნათლიმამის“, ასლან უსოიანის, იგივე „დედ ჰასანის“ უახლოეს გარემოცვას წარმოადგენდა, რომლის ხელმძღვანელობითაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიმინალური ქსელი ჩამოყალიბდა. აღნიშნულ კლანს დაპირისპირება ჰქონდა ონიანი-ჯანგველაძის კრიმინალურ დაჯგუფებასთან, რის გამოც, ჯერ კიდევ 1999 წელს სებისკვერაძე მძიმედ დაჭრეს და მას შემდეგ ინვალიდის ეტლს იყო მიჯაჭვული.
წყარო – პრაიმტაიმი
კომენტარები