აღმოსავლეთმცოდნე ზურა ბატიაშვილი:
ჯერ ჩეხეთმა გააძევა ქვეყნიდან 18 რუსი დიპლომატი დიპლომატისთვის შეუსაბამო საქმიანობის (შპიონაჟში და ტერორიზმში მონაწილეობის გამო) გამო, რის საპასუხოდაც მოსკოვმა 20 ჩეხი დიპლომატის გააძევა რუსეთიდან.
ახლა ჩეხეთის სენატი გამოდის წინადადებით, ამ ქვეყანაში დატოვონ მხოლოდ 1 რუსი დიპლომატი (დანარჩენი ყველა გააძევონ), აი ზუსტად ისე, შუა საუკუნეებში მოწინააღმდეგეს რომ ბოლომდე გაწყვეტდნენ და მხოლოდ ერთს დატოვებდნენ ხოლმე ამბის წამღებად.
ასეა, როცა მტერს ენის მოჩლექით არ ელაპარაკები.
ბრავო ჩეხეთს!
ჩეხეთისადმი სოლიდარობის ნიშნად, პოლონეთისა და სლოვაკეთის შემდეგ ბალტიის ქვეყნებიც (ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია) აძევებენ რუს დიპლომატებს!
განსაკუთრებულად მიყვარს ეს ხალხი
კომენტარები