რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა:
“საინფორმაციო სივრცე არის დაბინძურებული. ამის მაგალითია ის, რისი მოწმენიც გუშინ გავხდით „TV პირველის“ ეთერში. მიდის უკიდეგანო ლანძღვა-გინება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის – აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის. ეს არის ამ ქვეყნის მტრობა, რუსული ჰიბრიდული ომის მკაფიო მაგალითი.
შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ეს ერთადერთი გამოსავალია ჭაობიდან, რომელშიც ქვეყანა „შალიკოს ფანჩატურმა“ შეიყვანა.
შეთანხმება სამართლიანი არ არის – იმიტომ, რომ ჟორიკა რურუა არის ბანდიტი და მისი ადგილი არის ციხეში, ისივე, როგორც, დამნაშავეა ნიკანორ მელია. მისი ადგილიც არის ციხეში და არა პოლიტიკურ ასპარეზზე.
ასეთი დაძაბული მსოფლიო არ ყოფილა, ამ დროს ეს ბოროტმოქმედები, არაკაცები, ვითომ პოლიტიკოსები ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანა აირიოს. ამ ქვეყნის არევა აწყობს მხოლოდ ერთადერთ სახელმწიფოს, – ეს არის რუსეთი. საქართველოში მეხუთე კოლონა, შალვა ნათელაშვილის, სააკაშვილისა და ბიძამისის მეთაურობით, ცდილობს, რომ ეს ქვეყანა არიოს.
ხათუნა სამნიძე არის სამარცხვინო პარტიის წარმომადგენელი, რომლის სათავეში ორი დამსმენი ძმა დგას, ერთი ძმა იჯდა გეგა კობახიძის საკანში და მეორე იჯდა ძმები ივერიელის საკანში საბჭოთა „კაგებეს“ დროს. შეთანხმების ჩაშლას ცდილობს ყველა, ვინც ერთიან ოპოზიციას წარმოადგენს“
მოკლედ, როგორც ჩანს, ეს შეთანხმება არც ერთ მხარეს არ მოსწონს, გოგა ხაინდრავასთვის და შალვა ნათელაშვილისთვის ერთნაირად მიუღებელი და უსამართლოა, თურმე (სხვადასხვა მიზეზით) და მაშ, როგორ უნდა ამოწუროს ამ ხელშეკრულებამ კრიზისი?
კომენტარები