ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედში 29 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა.
არსებული ინფორმაციით, მან სიცოცხლე სანადირო თოფით დაასრულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ფაქტზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შემთხვევა 17 თებერვალს მოხდა.
კომენტარები