„როდის თხოვდები?“ – ალბათ, დაიღალეთ ამ კითხვის მოსმენით. ამბობენ, ვარსკვლავებმა უკეთ იციან, როდის მოდის დროო.
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც ამ ზაფხულზე გათხოვდებიან:
კურო
კუროს ვენერა მფარველობს და მის წარმომადგენლებს განსაკუთრებულ შარმს ანიჭებს. ახალგაზრდობაში ქალი კუროები ნამდვილად არ უჩივიან თაყვანისმცემლების ნაკლებობას. არიან ჭკვიანი, მშვიდი, ასევე კარგი მოსაუბრეები. შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე თაყვანისმცემელთან შეხვედრა, მაგრამ როდესაც თხოვდებიან, ერთგული და მოსიყვარულე ცოლები, შესანიშნავი დიასახლისები ხდებიან.
თუ ქალი კურო ადრეულ ასაკში არ გათხოვდა, ამ საპასუხისმგებლო ნაბიჯის გადადგმის შანსი კიდევ არაერთხელ მიეცემა. ასე რომ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, თქვენ ამ ზაფხულში სასიყვარულო ურთიერთობას, ვარსკვლავების დახმარებით, ქორწილით დააგვირგვინებთ.
ვერძი
კაშკაშა, განუმეორებელი, თავდაჯერებული ვერძი გოგონები ხშირად არიან თაყვანისმცემლებით გარშემორტყმული, მაგრამ ახალგაზრდობაში, როგორც წესი, გათხოვებასთან დაკავშირებით გრძელვადიან გეგმებს არ ადგენენ.
მათთვის იდეალური ასაკი ქორწინებისთვის არ არსებობს – ოჯახს ცხოვრების ნებისმიერ პერიოდში ქმნიან. იმდენად იმპულსური არიან, რომ გათხოვება ხუთწუთიანი ნაცნობობის შემდეგაც შეუძლიათ, ასევე შეუძლიათ ქორწინების ცერემონიიდან გაქცევა საპატარძლო კაბით. ხშირად თხოვდებიან საკმაოდ მოწიფულ – 45–50 წლის ასაკში და ეს მათი ზღვარი არ არის.
ნუ იღელვებთ, თქვენ ვარსკვლავებმა ამ ზაფხულს ცხოვრებისეული საჩუქარი მოგიწყოთ და სასურველ ადამიანზე იქორწინებთ.
თევზები
იდუმალი, მეოცნებე ქალი „თევზები“ მუდამ იზიდავენ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა მზერას. თევზების უმეტესობას მამაკაცის მხარდაჭერა და მორალური საყრდენი სჭირდება. და მაინც, მიუხედავად ამისა, რომანტიკული თევზები ხანდახან წლები ელიან პრინცს.
ისინი ხშირად ადრეულ ასაკში თხოვდებიან. მათ მეუღლის შერჩევაში შეცდომების დაშვება სჩვევიათ, ამიტომ მათთვის რამდენიმე ქორწინება იშვიათობა არ არის. მცდელობას, რომ იდეალი იპოვონ, ისინი ნებისმიერ ასაკში გაიმეორებენ. საიმედო ოჯახის შექმნის შანსი საკმაოდ იზრდება 35–40 წლის ასაკში და ამისთვის იდეალური პერიოდი სწორედ, ზაფხულია.
ტყუპები
ტყუპი ქალები აღმერთებენ ფლირტს, რომელიც იშვიათად გადადის სერიოზულ ურთიერთობებში. ამ ნიშნის გოგონები ხშირად ეძებენ იდეალურ პარტნიორს, რაც ხანდახან მთელი ცხოვრება გრძელდება.
20 წლის ტყუპები არიან კეკლუცი, თავქარიანები. ადრეული ქორწინება ხშირად უიღბლო აღმოჩნდება ხოლმე. მეორეჯერ 30–40 წლისები ქმნიან ოჯახს, როდესაც ექსპერიმენტებს მოეშვებიან. მაგრამ არც ეს ხდება ხოლმე ხშირად იღბლიანი ქორწინების გარანტი.
თუმცა, არ მოიწყინოთ, ვარსკვლავებმა უკეთ იციან როდის უნდა შეგახვედროთ საჭირო დროს, საჭირო ადგილას საჭირო ადამიანს.
თქვენ ბედნიერ ურთიერთობას ზაფხულში ქორწინებით დააგვირგვინებთ.
კომენტარები