“ქართულ ოცნებასთან” შეხვედრამდე, ოპოზიცია დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბება. შეხვედრა “ლელოს” ოფისში 15.30 საათზეა ჩანიშნული.
პოლიტიკოსების სავარაუდოდ ბოლო კონსულტაციებს გაივლიან ამნისტიის კანონპროექტზე, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ხვალ უნდა დარეგისტრირდეს.
დღესვე, უკვე დღის მეორე ნახევარში შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმომწერები – ოპოზიციაც და “ქართული ოცნებაც” ევროკავშირის ოფისის წარმომადგენლობაში შეხვდებიან ერთმანეთს.
კომენტარები