სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, 2021 წლის პირველ კვარტალში კერძო სახლების ფასები 18,3%-ით გაიზარდა, ხოლო ბინების ფასი 12%-ით.
საქსტატის კვლევა თბილისში ახლადაშენებულ და მშენებარე ბინებს, ასევე, კერძო სახლებს ეხება.
საქსტატის მონაცემებით, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, 2021 წლის პირველ კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 13,6%-ით გაიზარდა, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით, 2%-ით.
2021 წლის პირველ კვარტალში თბილისში ახლადაშენებულ (დასრულებულ) ბინებზე ფასები უბნების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:
საქსტატის განცხადებით, აღნიშნული ფასი წარმოადგენს ე.წ. შეთავაზების ფასს, მონაცემები მიიღება ვებ-გვერდებიდან ინფორმაციის ავტომატური ჩამოტვირთვისა და ფასების მედიანური მნიშვნელობის გაანგარიშების გზით.
კომენტარები