“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია, “ფორმულასთან” ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც მელია მზად არის დათანხმდეს ევროკავშირის შეთავაზებულ გირაოს, თუ ამნისტიის შესახებ კანონი იქნება გაწვეული.
გიგა ბოკერია:
“რაც შეეხება მელიას წინადადებას, მგონი ყველაფერი ნათქვამია, რაც დაწერა. ეს არის მისი პოზიცია, რომ ამ ცუდ ვითარებაში, ჩემი აზრით ცუდ ვითარებაში, მას ურჩევნია მისთვის მიუღებელი გზით მოხდეს მისი გათავისუფლება, ვიდრე ამნისტიით, რომ მერე გამოვიდეს, რომ მის გამო შეიწყალეს 20 ივნისის სამართალდამრღვევები. ეს პერიოდი მისკენ თითის გაშვერა ვნახეთ ირიბად თუ პირდაპირ – ეს არასწორია…”
კომენტარები