თარჯიმან-ფასილიტატორი ნათელა საჯაია, რომელიც 26 წელია ინდოეთში ცხოვრობს და სამედიცინო ტურიზმს ეწევა, “კურიერთან” ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობს.
“უმძიმესია როგორც უკვე იცით მდგომარეობა ინდოეთში, ყველა შტატში თითქმის. ყოველდღიურად ციფრები უფრო იზრდება. მეორე შტამმა საკმაოდ მძიმე ზიანი მოაყენა ქვეყანას. საავადმყოფოები პაციენტებით სავსეა, საავადმყოფოს გარე მდებარე ტერიტორიებზეც წვანან… სასწრაფო მანქანებშიც, ასევე კერძო მანქანებში. რაც ყველაზე დეფიციტურია, ეს არის ჟანგბადი და დიდი სიკვდილიანობაც ამის გამოა.
ნათელა საჯაია ამბობს, რომ იმდენად მძიმეა სიტუაცია ინდოეთში, მედპერსონალი ვითარებას ვერ უმკლავდება. ასევე, მისი თქმით, თვითონ სამედიცინო პერსონალშიც ძალიან ბევრია ინფიცირებული.
ეს არის ორმაგი მუტაციით გამოწვეული ახალი შტამი, რომელიც უფრო დიდი სისწრაფით ვრელდება და მეტად საშიშია ჯანმრთელობისთვის.
როგორც ვარაუდობენ, ეს არის ბრიტანეთიდან შემოსული მუტირებული კოვიდი. აქ უკვე სამწუხაროდ აღარ აქვს მნიშვნელობა ასაკს. ჩემი შვილი არის 22 წლის და მასაც წინა თვეში შეხვდა ეს ვირუსი. 14 წლის ბავშვებიც კი უკვე გახშირებული დაავადებაა.
მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა. ძნელია დაიცვა დისტანცია. ხალხი მოეშვა, არ იკეთებდნენ ნიღბებსაც კი.
მთავრობა სასწრაფოდ, 2-3 დღეში აშენებს პალატკას – 500 კაციდან 2000-მდე, ვინაიდან საავადმყოფოებში ნამდვილად არ არის ადგილი, აღარც მედიკამენტები არააა,” – განაცხადა ნათელა საჯაიამ.
წყარო – რუსთავი2
კომენტარები