აცხადებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე, “ტვ პირველის” ეთერში, ამბობს:
“თალკავაძის გადადგომა არ არის პლანეტარული მოვლენა. არ არის ეს მნიშვნელოვანი, არჩილ თალაკვაძის გადადგომა სწორედ ბიძინა ივანიშვილის პირად გადაწყვეტილებას უკავშირდება.
ბიძინა რას გადაწყვეტს, რატო გაუშვა, რატო გამოცვალა, დღეს იძახიან მერობაზე უშვებენო, ხვალ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ კახი კალაძეს უნდა მერობა.
ბიძინა ივანიშვილი ყოველწამიერად შეცვლის თავის გადაწყვეტილებას. გააჩნია ღამე რა სიზმარს ნახავს. არ ვაჭარბებ, არც ირონიაა და არც ცინიზმი. ღამე რა სიზმარსაც ნახავს, მერე წავა თავის შამანებთან, შეეკითხება მათ, რას ნიშნავს ეს სიზმარიო და იმის მიხედვით მოქმედებს. გაიგეთ, ხალხნო რომ ეს ასეა”
კომენტარები