პარლამენტის დეპუტატი სალომე სამადაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტიდან მიესალმა გიორგი რურუასა და ნიკა მელიას.
სალომე სამადაშვილი:
“ეს კრიზისი არ არის დასრულებული, სანამ სრული ოპოზიციური სპექტრი ჩვენს ქვეყანაში არ არის გაერთიანებული ამ შეთანხმების გარშემო. ამიტომ მე დღეს აქ, ამ დარბაზიდან პირველ რიგში მინდა მივესალმო პოლიტპატიმარ ნიკა მელიას, მინდა მივესალმო პოლიტპატიმარ გიორგი რურუას და გამოვთქვა იმედი, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ შევძლებთ რომ დავხუროთ პოლიტიკური დევნის თემა, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ერთი შეთანხმება, რომელზეც ხელი მოვაწერეთ, გახდეს ნაბიჯი პოლარიზაციის დასრულების, დავასრულოთ პოლიტიკური კრიზისი და მოვემზადოთ ადგილობრივი არჩევნებისთვის. დარწმუნებული ვარ, შემდეგი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაასრულებს საბოლოოდ პოლიტიკურ კრიზისს და გზას გაუხსნის საბოლოოდ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალა.
ვერასდროს, ვერავინ ამოშლის ჩვენი ხალხის ისტორიული მეხსიერებიდან იმას, რაც იმ დღეს მოხდა, როდესაც ასობით ათასმა მოქალაქემ ჩვენი ქვეყნის ღირსება დაიცვა. ვერც ამ პარლამენტის ისტორიიდან ამოიშლება ის დღე, როდესაც ჩემს მეგობრებთან ერთად ამ დარბაზიდან გავაძევეთ ბატონი გავრილოვი. სამწუხაროდ, ვერც ის დღე ამოიშლება, როცა ამ დარბაზში იმუნიტეტი მოეხსნა ნიკა მელიას მის დასაპატიმრებლად. ამნისტია ეს არის გზა არა დავიწყებისკენ, არამედ, იარების მოშუშებისკენ, იმისთვის, რომ ჩვენ არ ვიყოთ ჩაჭიდებული წარსულ დრამას, წარსულ ტკივილს და შევძლოთ როგორც საზოგადოებამ, რომ წინ წავიდეთ. თუმცა, წინ ვერ წავალთ, თუ საქართველოს რომელიმე მოქალაქე ჩათვლის, რომ ეს ამნისტია მის უფლებებს არღვევს. ამიტომ ჩვენ უახლოეს დღეებში გვმართებს ფართო საზოგადოებრივი დიკუსია ამნისტიის კანონპროექტზე. ამ ქვეყნის ისტორია სავსეა დაპირისპირებით, ტკივილით, მძიმე პოლიტიკური შეცდომებით და ეს შეთანხმება შესაძლებელი იყო ჩვენთვის რომ მიგვეღწია ფართო ეროვნული კონსესუსისთვის და ბევრ საკითხზე დაგვეხურა ისტორიული თავი. დაგვეხურა ის თავი, რომ ამ ქვეყანაში არჩევნების წაგება და მოგება არის ერთი უბრალო პოლიტიკური მოვლენა და არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცის მიმართ პოლიტიკური დევნა დაიწყება, ვიღაც დაკარგავს ყველაფერს, ან მიიღებს ყველაფერს.
კომენტარები