მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომღერალის, გია სურამელაშვილის, ვაჟი ნუგო ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დააკავეს.
გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გია სურამელაშვილმაც გააკეთა და განაცხადა, რომ მისი ვაჟი ქურდული სამყაროს წევრი არ არის და ის უბრალოდ ჩხუბს შეესწრო, რის გამოც დააკავეს და გაათავისუფლეს.
ამ ამბავთან დაკავშირებით, ჟურნალ “თბილისელებთან” ისაუბრეს მომღერლის ვაჟმა და რძალმა.
ნუგა სურამელაშვილი: ამ ამბავმა ჩემზე და ჩემს ოჯახზე ძალიან იმოქმედა. ტელევიზიამ ეს ყველაფერი ამობრუნებულად გააშუქა. ვფიქრობ ხშირად უხეშად ერევიან ჩემს ცხოვრებაში და ეს არ მომწონს. ჩემთან შეთანხმების გარეშე სიუჟეტის მომზადება არასასიამოვნოა.
სოფო სურამელაშვილი: რეალურად, ჩვენ საბუთების თემაზე გვაქვს სასამართლო საფრანგეთში. გიამ იცოდა პროცესი გვქონდა, მაგრამ დეტალები არა. ჟურნალისტები მოულოდნელად დაადგნენ თავს და გიამაც უთხრა, რომ 19 აპრილს გვექნებოდა სასამართლო. თუმცა იქ არ გაჟღერებულა სინამსინამდვილეში რა სასამართლოზე იყო საუბარი. რეალურად ჩვენ ახლა სხვა სასამართლო გვაქვს და სიუჟეტში სხვა სასამართლოზე იყო საუბარი.
– და ის რა საქმეა? ქურდულ სამყაროზე იყო საუბარი?
სოფო სურამელაშვილი: არა, ეს არასწორად გააშუქეს. საფრანგეთს ქურდული სამყარო ნაკლებად აინტერესებს. ნუგას ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. აქ სხვა თემა იყო. უთანხმოება მოხდა ჩეჩნებს და ქართველებს შორის. ნუგაც იყო ამ ამბის მონაწილე, ამბავს შეესწრო და ამას მოჰყვა სასამართლო. თუმცა ამის შესახებ არავინ იცოდა და არ ვიცით საიდან ამოქექეს.
დაკავებიდან 24 საათში იყო სასამართლო და ნუგა გამოუშვეს. ასეთ რამეებს ისე განვიცდი, რომ ნუგა ამაზე ჩემთან დეტალურად არ საუბრობს.
კომენტარები