ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქია facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს.
„მედიაში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მეუფე სტეფანემ თავის ქადაგებაში მიმართა მედია საშუალებებს, რომ კითხვები დაუსვან წერილობით და ის წერილობით გასცემს პასუხებს.
სინამდვილეში მეუფე სტეფანემ მიმართა ამბოხებულებს, რომ რადგან ისინი არ აძლევენ მას პასუხების გაცემის საშუალებას ნორმალურ ვითარებაში (მუდმივად აწყვეტინებენ სიტყვას), ამიტომ ამიერიდან მათ შეეძლებათ მიმართონ მას კითხვებით მხოლოდ წერილობითი სახით და წერილობითვე მიიღებენ პასუხს, ხოლო რაც შეეხება მედია საშუალებებს, 10 მაისს, 14 საათზე, ჭყონდიდის მღვდელმთავრის რეზიდენციაში გაიმართება პრესკონფერენცია. რომელზეც მათ შესაძლებლობა ექნებათ დასვან ნებისმიერი მათთვის საინტერესო კითხვა.”, – წერს ჭონდიდისა და მარტვილის ეპარქია.
კომენტარები