16 წლის მოზარდს ცოტა ხნის წინ მწვავე ლეიკემია დაუდგინდა და ახლა ის კოვიდ ინფიცირებულიცაა, ხოლო დედა კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა და რეინფიცირებით ისიც საავადმყოფოშია. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ახალგაზრდა ბიჭი მწვავე ლიმფობლასტიური ლეიკემიის გადასამოწმებლად ექიმთან მივიდა და დადგენილი წესით, კორონავირუსზე სწრაფი ტესტი აუღიეს, პასუხი პოზიტიური აღმოჩნდა.
16 წლის ნიკა ბარბაქაძე ახლა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიასა და კორონავირუსს ერთდროულად ციციშვილის სახელობის კლინიკაში ებრძვის. ახალგაზრდა ფეხბურთელს სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ გადაყვანა და მკურნალობის დაწყება, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს.
8 წლის იყო, რომ მამა ავტოკატასტროფაში გარდაეცვალა. ის და მისი უმცროსი და დედამ მარტო გაზარდა. ფეხბურთით პატარა ასაკიდან დაინტერესდა. ის ახლა, გუნდ „გაგრა“-ს 17 წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელია და დიდ სპროტულ კარიერას უწინასწარმეტყველებენ. სანამ ნიკა სპორტულ კარიერას აიწყობს და ვარსკვლავ სპორტსმენად იქცევა, მანამდე მძიმე სენთან ბრძოლაში საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
ნიკას დედას, ნათია მოდებაძე, “პრაიმტაიმთან” ამბობს:
„1-ლ მარტს ტემპერატურამ აუწია, ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე. წავიყვანე კლინიკაში გამოკვლევებზე, თავიდან ჰაიმორიტი გვითხრეს და ანტიბიოტიკო თერაპია ჩავუტარეთ. მედიკამენტების მიღების დასრულების შემდეგ, ტემპერატურა ისევ აეწია, რაც ცუდად მენიშნა.
ხელახალი ანალიზების გაკეთების შემდეგ, სისხლში ცვლილებები დაფიქსირდა. ჯირკვლები შეუშუპდა. ერთი კვირა ინფექციურ საავადმყოფოში იწვა, იქ მონონუკლეოზი დაუდგინდა. ექიმი მაინც ეჭვობდა, რამე სხვა დაავადება არ იდგეს ამ ყველაფრის უკანო, რადგან მწვავე ფორმებში მიმდინარეობდა მონონუკლეოზი.
ერთკვირიანი მკურნალობის კურსის ჩატარების შემდეგ, ნორმალურად იყო. სახლში გამოვეწერეთ და პერიოდულად ანალიზებს ვუკეთებთ. 16 მარტს მედიკამენტების მიღება დაასრულა. პრევენციის მიზნით, იაშვილის კლინიკაში ჰემეტოლოგთან კონსულტაციაზე მყავდა. ხელახალი ანალიზები გავუკეთეთ, სადაც სისხლში ისევ ცვლილება დაფიქსირდა. ექიმმა იმ დღესვე ნიკას კლინიკაში დაწვენა მოითხოვა. კოვიდზე სწრაფი ტესტი გაგვიკეთეს, მეც და ნიკასაც კორონავირუსი დაგვიდასტურდა.
ამ ყველაფერს ეს უხილავი მტერიც დაემატა. იაშვილიდან ციციშვილის კლინიკაში გადმოგვიყვანეს და ბოქსირებულ პალატაში მოგვათავსეს. უკვე ხუთი დღეა აქ ვართ. როგორც ექიმები მეუბნებიან, ჩემს შეთხვევაში რეინფიცირებასთან გვაქვს საქმე, რადგან დეკემბრის თვეში კორონავირუსი გადავიტანე. საკმაოდ მძიმე ფორმებში მქონდა, ახლა შეიძლება ითქვას, რომ უსიმპტომოდ მიმდინარეობს ვირუსი.
იმის გამო, რომ კოვიდი გვაქვს, ნიკას ანესთეზია არ გაუკეთეს და თეძოდან ძვლის ტვინის ანალიზი გაუტკივარების გარეშე აუღეს. გუშინ. ანალიზის პასუხები მოვიდა, სადაც წერია, რომ ნიკას მწვავე ლეიკემია ლიმფობლასტური ტიპით აქვს. იაშვილის კლინიკის ექიმმა გვითხრა, რომ დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ გარკვეული პრეპარატების მიღება, რომლის დასრულების შემდეგ ქიმიო თერაპიაა საჭირო.
კოვიდის გამო, სამწუხაროდ ვერანაირი მედიკამენტს ვერ ვიღებთ. მანამდე კი ანალიზები მინდა, რომ საზღვარგარეთ გადავამოწმოთ. ნიკას წაყვანა სხვა ქვეყანაში აუცილებელია. საუბარია საფრანგეთსა და თურქეთზე, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო ჯერ ვერ გადაგვიწყვეტია სად წავალთ.
ველოდებით კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებას, რადგან ხელში უნდა გვეჭიროს საბუთი რითაც სხვა ქვეყნის საზღვრის გადალახვას შევძლებთ. გარდა ამისა, ეს ყველაფერი დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული, რისი საშუალებაც არ გვაქვს. ფინანსებთან ერთად გადამწყვეტია დროც.“ – ამბობს ნათია მოდებაძე.
ნიკამ საკუთარი დიაგნოზის შესახებ იცის. ისიც იცის, რომ მას აუცილებლად დაამარცხებს და ცხოვრებას ისევ ისეთი რეჟიმით გაგრძელებს, როგორც ამ დაავადების აღმოჩენამდე იყო. ახლა, მთავარია თქვენც გჯეროდეთ, რომ ნიკა აუცილებლად მოერევა ამ სენს და ამისთვის ამ ანგარიშის ნომერზე თუნდაც სიმბოლურ ერთ ლარს მაინც ჩაურიცხავთ.
საქართველოს ბანკი:
GE36BG0000000577931400
მიმღები ნათია მოდებაძე
თიბისი ბანკი:
GE75TB7720045061100102
მიმღები სალომე თირქია
ლიბერთი ბანკი:
GE19LB0211125792950000
მიმღები ნათია მოდებაძე
კომენტარები