ვინ იპოვის ახალ სიყვარულს?
♈ვერძი
საინტერესო მოვლენებით აღსავსე თვე გელოდებათ, ამიტომ ახალგაცნობილი მამაკაცების უმეტესობას გულგატეხილებს დატოვებთ, მათთვის დრო არ დაგრჩებათ. საინტერესო შეხვედრები კი მოსალოდნელია ყველგან: ქუჩაში, მაღაზიაში, სამსახურში…
♈კურო
ეს თვე თქვენი, იმოქმედეთ თამამად, მათ შორის პირად ურთიერთობებში. სიყვარულით სავსე პერიოდი გექნებათ. მთავრია გაბედოთ. ვარსკვლავები თქვენს სასიკეთოდ არიან განწყობილები. იყავით ლაღები და ასხივეთ ბედნიერება. მაისშ თქვენ საბედისწერო ადამიანს გაიცნობთ, რომელთანაც სიცოცხლის ბოლომდე ბედნიერი იქნებით.
♊ტყუპები
ინტერნრეტ ნაცნობობა შეიძლება რომანში გადაიზარდოს. სწორედ სოციალურ ქსელში შეხვდებით ადამიანს, ვინც თქვენს გულს დაიპყრობს. იმ ტყუპს, რომელთა გულიც უკვე დაკავებულია, შეიძლება გაუჭირდეთ საყვარელ ადამიანთან საერთო ენის გამონახვა. განსაკუთრებით, თუ თქვენი მეწყვილე ჰაერის სტიქიის წარმომადგენელია.
მარტოხელა ტყუპი მანდილოსნები მამაკაცების გადამეტებულ ყურადღებას იგრძნობთ. შეიძლება რომანი გააბათ იმ ადამიანთან, ვისთანაც ადრე მეგობრობა გაკავშირებდათ. იყავით გულწრფელი თქვენს მეუღლესთან, ემოციები და გრძნობები არ დაუმალოთ. ამასთანავე ისეთი სიტყვები შეარჩიეთ, რომ გული არ ატკინოთ.
♋კირჩხიბი
ვარსკვლავები რომანტიკულ ნაცნობობას გიმზადებენ. ეს შეიძლება ვირტუალური ნაცნობობა იყოს, მაგრამ ხანგრძლივ და ბედნიერ კავშირში არ გადაიზარდოს. ნუ შეუშინდებით ცვლილებებს. თავით გადაეშვით სასიყვარულო ორომტრიალში.
თუმცა კირჩხებებო ვინც უკვე მეორე ნახევარი იპოვეთ, შესაძლოა მათთან ურთიერთობა დაგეძაბოთ.
♌ლომი
თუ მოინდომებთ, მიმზიდველიც იქნებით და საწინააღმდეგო სქესის ყურადღებასაც დაიმსახურებთ. გარშემო მყოფები იმდენ პატივს გცემენ, რომ თავს მეფედ და დედოფლად იგრძნობთ. და კიდევ უფრო მოგემატებათ თავდაჯერებულობა. თქვენ გარშემო ერთი კი არა რამდენიმე ადამიანი იქნება, ვისთანაც ერთად ყოფნა მოგინდებათ, ანუ არჩევანის საშუალება მოგეცემათ. თუმცა, ყურადღებით იყავით, თქვენი ხასიათის გამო ყველა არ დაიფრინოთ და მარტო არ დარჩეთ. ერთი სიტყვით, მაისი რომანტიკის თვეა, თუ თავს გააკონტროლებთ.
♍ქალწული
მაისში მხოლოდ ერთი სურვილი გექნებათ – მყუდროდ იჯდეთ საკუთარ სახლში.
გამონახავთ ნებისმიერ მიზეზს, რათა არ გახვიდეთ გარეთ. ამ სიტუაციის ფონზე სასიამოვნო ადამიანების გაცნობისა და მათთან რომანტიკული კავშირის გაბმის შანსი იკლებს. თუმცა, არსებობს ინტერნეტ ქსელი, სადაც მარტოხელა ქალწულებს პირადი ცხოვრების გაუმჯობესების შესაძლებლობა მიეცემათ. მოერიდეთ მათ, ვინც გეპირფერებათ. არაა გამორიცხული, რომ ვიღაც თქვენით მანიპულირებას ცდილობდეს. თვის ბოლოს თავდაჯერებულობა მოგემატებათ. განსაკუთრებით, მანდილოსან ქალწულებს. სწორედ ამ პერიოდში მოსალოდნელია ჰორიზონტზე საინტერესო ადამიანის გამოჩენა.
♎სასწორი
ახალი ნაცნობი თქვენს ცხოვრებას საინტერესოს და ამაღელვებელს გახდის. რომანი იქნება ხანგრძლივი და ბედნიერი. ნუ გერიდებათ ინიციატივის გამოხატვა და იმ მამაკაცთან დალაპარაკება, ვინც მოგწონთ. იყავით ღიმილიანი, მსუბუქი, მიმართეთ ფლირტს.
♏მორიელი
ფრთხილად, მაისი დიდ გამოცდებს მოგიწყობთ. ამ თვეში თქვენი ყველა ფარული ზრახვა და ინტრიგა ზედაპირზე ამოტივტივდება, შესაძლებელია განშორება. მაისში საბედისწერო ცვლილებები გელოდებათ, ასჯერ გაზომეთ რადგან ამ თვეში დაშვებული შეცდომა მთელ ცხოვრებაზე იმოქმედებს. არავითარ შემთხვევაში არ გააბათ მსუბუქი ფლირტიც კი, რადგან საშიშა, დიდია მოტყუების და შეცდომებში შეყვანის ალბათობა. შესაძლოა თქვენი ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდეს და მოულოდნელად თავზე დაგემსხვრეთ ყველაფერი.
♐მშვილდოსანი
დაქორწინებისთვის საუკეთესო თვეა. განსაკუთრებით, თუ ეს თქვენი მეორე ქორწინებაა. ზოგიერთი სიამოვნებით გააბამს რომანს უცხოელთან. იმსათვის, რომ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების ყურადღება მიიქციოთ, შეიცავლეთ იმიჯი, მეტად იაქტიურეთ. სხვათა შორის, კოლეგებთან და დაქვემდებარებულებთანაც შეძლებთ რომანტიკული ურთიერთობის გაბმას.
კარგად წარიმართება თქვენი ურთიერთობა ვერძებთან. რომანი ელვისებურად განვითარდება. ერთად ვნების ცეცხლს დაანთებთ. სასურველია, გარშემო მყოფები, განსაკუთრებით, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები ხშირად გაანებივროთ კომპლიმენტებით.
♑თხის რქა
მოულოდნელად გააბამთ რომანტიკულ ურთიერთობას ადამიანთან, ვინც შეიძლება ერთი შეხედვით არც კი მოგეწონოთ. ეს უფრო გართობა იქნება, ვიდრე ნამდვილი გრძნობები.
მაგრამ გახსოვდეთ, ნუ მიიჩვევთ ადამიანს, თუ მის მიმართ გრძნობები არ გაგაჩნიათ.
თვის პირველ ნახევარში თხის რქები თავით გადაეშვებიან რომანტიკულ გრძნობებში. სასურველია, თქვენ გვერდით კურო პარტიონი იყოს. საყვარელი ადამიანის გაბედნიერებისთვის ფულს ნუ დაინანებთ. ზოგიერთმა შეიძლება რომანი გააბას უცხო რელიგიის ან ეროვნების ადამიანთან.
♒მერწყული
მერწყულებო მაისში შეხვდებით ადამიანს, რომელთან ურთიერთობა იდეალური ფაზლივით აეწყობა. ჩაალაგეთ პირადი ნივთები და გადადით მასთან საცხოვრებლად.
როგორი დაღლილი არ უნდა იყოთ სამსახურში, გახსოვდეთ, რომ თქვენი პარტნიორი უფრო მნიშვნელოვანია და ეცადეთ, მასთან არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება. თებერვალი კარგი თვეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. საქორწინო ხელშეკრულების გასაფორმებლად.
♓თევზები
მაისი მსუბუქ ფლირტსაც გპირდებათ და ღრმა, საინტერესო გრძნობების გამოცდასაც. ზოგჯერ შეიძლება მოწყენილობის გამო გააბათ ადამიანთან ურთიერთობა, მაგრამ გაფრთხილდით, ყველაფერს ნუ დაუჯერებთ. თუმცა, ვისაც ნამდვილად შეუყვარდებით, ის იმედებს არ გაგიცრუებთ.
ქალ თევზებს მატერიალური პრობლემების მოგვარებაში მამაკაცები დაგეხმარებიან. განსაკუთრებით, თუ თქვენი მეწყვილე თხის რქა ან მორიელია. ამ უკანასკნელთან სიფრთხილე გმართებთ, ის ტყუილს არ გაპატიებთ.
კომენტარები