ავსტრალიაში, ავტოავარიის შედეგად ცნობილი ყოფილი მორაგბე როუენ ბაქსტერი ცოლთან და სამ შვილთან ერთად ტრაგიკულად დაიღუპა. ინფორმაციას Mirror ავრცელებს.
ბაქსტერის ცოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მანქანაში საწვავის ავზი აფეთქდა.
როუენი რაგბის კარიერის დასრულების შემდეგ ბრისბანში, ფიტნეს ცენტრში მეუღლესთან ერთად მუშაობდა. ცნობილია, რომ როუენი და ჰანა ბავშვებზე მეურვეობისთვის იბრძოდნენ.
კომენტარები