28 აპრილიდან ნიდერლანდებში კომენდანტის საათი მოიხსნა.
კორონავირუსის გამო გამოწვეული სხვა შეზღუდვებიც მცირდება, იხსნება მაღაზიები, სადაც სამრეწველო საქონელი და მეორადი მოხმარების ნივთები იყიდება. ღია სივრცეში გაიხსნება რესტორნები, თუმცა იქ ყოფნა მხოლოდ 50 პირს 12:00-დან 18:00 საათამდე შეეძლება. სამეფოს მოქალაქეებს სახლში ორი სტუმრის მიღების ნებაც დართეს – “დოიჩე ველე” წერს.
ნიდერლანდებში კომენდანტის საათი იანვრიდან მოქმედებს.
კომენტარები