ფოტოზე – ადამ ნედზელსკი
პოლონეთის მთავრობამ განაცხადა, რომ 4 მაისიდან მეორეხარისხოვან მაღაზიებს გახსნის, რომლებიც კარანტინის გამო მარტიდან დაკეტილია, კერძოდ, საუბარია ავეჯისა და სამშენებლო მასალების მაღაზიებზე. გარდა ამისა, გაიხსნება სამხატვრო გალერეები და მუზეუმები.
4 მაისიდან, ასევე, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 1-3 კლასის მოსწავლეები სკოლებს დაუბრუნდებიან, დანარჩენი კლასები კი – 29 მაისიდან. 8 მაისიდან გაიხსნება სასუმროები, 15 მაისიდან – რესტორნები, თუმცა, მხოლოდ ღია სივრცეში, 29 მაისიდან – შენობებში, მხოლოდ 50%-იანი დატვირთვით.
გაიხსნება, ასევე, კინო-დარბაზები და თეატრები – პოლონური pap-ი წერს.
პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის ადამ ნედზელსკის განცხადებით, 15 მაისიდან ღია სივრცეში ნიღბების ტარების ვალდებულებაც მოიხსნება.
გაზაფხულის დასაწყისში პანდემიის პიკზე 35 ათასი შემთხვევა ფიქსირდებოდა, ახლა კორონავირუსით დაავადებულთა დღიური მაჩვენებელი 10 ათასია.
კომენტარები